ბარსელონა, პსჟ, ნეიმარი
Aa
Aa

საუდის არაბეთი ნეიმარს ბარსელონაში გადასვლაში დაეხმარება

დღეს, ფრანგული მედიისგან გავრცელდა, რომ ნეიმარმა ნასერ ალ-ხელაიფის „პარი სენ ჟერმენიდან“ გაშვება სთხოვა. ბრაზილიელ სუპერვარსკვლავს „ბარსელონაში“ სურს დაბრუნება.

რეალურად, კატალონიურ გრანდს მისი დამატების ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს და ამას თავად ფეხბურთელიც იაზრებს.

ავტორიტეტული გამოცემა Goal.Com ამ საკითხთან დაკავშირებით, ახალ ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ შესაძლოა ნეიმარი საუდის არაბეთის ერთ-ერთმა გუნდმა იყიდოს და „ბლაუგრანას“ იჯარის წესით მისცეს.

ნეიმარი ხელფასს სამმხრივი სტრუქტურით აიღებს. „ბარსელონას“ გარკვეული ნაწილის დაფარვა მოუწევს, ხოლო დანარჩენს საუდის არაბეთი გადაიხდის. მესამე კი კომერციული შეთანხმებაა, რომლის მიხედვითაც ჩავი ერნანდესის გუნდი საუდის არაბეთში ამხანაგურ მატჩს გამართავს.

შეგახსენებთ, ნეიმარი იმედგაცრუებულია მიმდინარე წლის მაისში, მის საცხოვრებელ სახლთან პსჟ-ს ულტრასების პროტესტით, რა დროსაც ფანები მის წასვლას ითხოვდნენ. L'Equipe-ის მტკიცებით, ფეხბურთელი პროტესტის ფორმით იმედგაცრუებულია და პარიზში თავს დაცულად არ გრძნობს.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი ფრანგულ გუნდში სწორედ „ბარსელონიდან“ 2017 წელს გადავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გიჟური წინადადება - ალ ჰილალი ოსიმენში 200 მილიონს იხდის
გიჟური წინადადება - ალ ჰილალი ოსიმენში 200 მილიონს იხდის