იუვენტუსის ნაცვლად კონფერენს ლიგაზე ფიორენტინა ითამაშებს
Aa
Aa

იუვენტუსის ნაცვლად კონფერენს ლიგაზე ფიორენტინა ითამაშებს

უეფამ ტურინის „იუვენტუსს“ 1-წლიანი დისკვალიფიკაცია მისცა და საკუთარი ეგიდით გასამართ ტურნირებზე გამოსვლა აუკრძალა. „ბებერ ქალბატონს“ კონფერენს ლიგაზე უნდა ეასპარეზა, მაგრამ გათამაშების მიღმა დარჩა და მას „ფიორენტინა“ ჩაანაცვლებს.

„ვიოლამ“ გასული სეზონი მერვე ადგილზე დაასრულა და ევროტურნირების საგზური ვერ მოიპოვა, თუმცა „იუვენტუსის“ დისკვალიფიკაციის გამო, კონფერენს ლიგაზე ითამაშებს. ეს ინფორმაცია „ფიორემ“ ოფიციალურად დაადასტურა და სოციალურ ქსელებში გულშემატკივრებს ამ სიახლის შესახებ უკვე აუწყა.

შეგახსენებთ, რომ „ბებერ ქალბატონს“ ფინანსურ დარღვევებში ადანაშაულებენ და დისკვალიფიკაციასთან ერთად, შესაძლოა, 20 მილიონი ევროს გადახდაც მოუწიოს. „იუვენტუსი“ 10 მილიონს აუცილებლად გადაიხდის, მეორე 10 მილიონის დაფარვა კი იმ შემთხვევაში მოუწევს თუ 2023, 2024 და 2025 წლების ფინანსური ანგარიშები უეფას რეგულაციებთან შესაბამისობაში არ იქნება.

„ფიორენტინას“ რაც შეეხება, „ვიოლამ“ კონფერენს ლიგის გასულ სეზონში შესანიშნავად იასპარეზა და ფინალში გავიდა, თუმცა გადამწყვეტი მატჩი „ვესტ ჰემთან“ დათმო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პრემიერ ლიგაში გადასვლის შანსი მცირეა - ჯეიკობსმა ხვიჩაზე ისაუბრა
პრემიერ ლიგაში გადასვლის შანსი მცირეა - ჯეიკობსმა ხვიჩაზე ისაუბრა