გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

მამარდაშვილმა ვალენსიაში კაპიტნის სამკლავურით ითამაშა

„ვალენსიამ“ წინასასეზონო მოსამზადებელ შეხვედრაში ბასკური „ალავესი“ 2:0 დაამარცხა.

გიორგი მამარდაშვილმა შეხვედრა სათადარიგო სკამიდან დაიწყო და მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა.

სასიამოვნო ფაქტი იყო, რომ ქართველი მეკარე მოედანზე კაპიტნის სამკლავურით გამოჩნდა.

მიუხედავად ამ ფაქტისა, მამარდაშვილის „ვალენსიადან“ წასვლა მაინც რეალურია. Fichajes-ი წერს, რომ „ღამურები“ ქართველის შემცვლელს აქტიურად ეძებენ და სასურველ ვარიანტსაც მიაგნეს.

საუბარია „ესპანიოლის“ 31 წლის მეკარე ფერნანდო პაჩეკოზე.

მამარდაშვილის მთავარ მსურველად მიუნხენის „ბაიერნი“ სახელდება. ასევე არის შეთავაზებები ინგლისიდან.

აქვე გეტყვით, რომ „ვალენსია“ მომდევნო შეხვედრას 5 აგვისტოს „მესტალიაზე“ „ასტონ ვილას“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დიმიტრი გაფინი: საზონოვი ევროპის ერთ-ერთი ტოპ ლიგის კლუბში მოხვდება
დიმიტრი გაფინი: საზონოვი ევროპის ერთ-ერთი ტოპ ლიგის კლუბში მოხვდება