ჩავი ერნანდესი, მიკელ არტეტა
Aa
Aa

ცუდი მინდორი, უხეში თამაში და დარღვეული შეთანხმება - რა მოხდა აშშ-ში

ამერიკაში წინასასეზონო მოსამზადებელ ეტაპზე მყოფი „არსენალი“ და „ბარსელონა“ რამდენიმე დღის წინ, ერთმანეთს შეხვდნენ და მატჩი „მეთოფეების“ გამარჯვებით 5:3 დასრულდა.

ესპანური პრესის ცნობით, ჩავი და არტეტა მატჩამდე შეთანხმდნენ, რომ მინდვრის საფარის მდგომარეობის გამო, ორივე გუნდი ფრთხილად ითამაშებდა, რომ ტრავმის ალბათობა თავიდან აერიდებინათ.

საბოლოოდ, შეხვედრა საკმაოდ უხეში გამოდგა და უამრავი ხისტი ვარდნა ვიხილეთ. პირველ რიგში ეს „არსენალის“ ფეხბურთელების მხრიდან მოდიოდა, რამაც ჩავის გაკვირვება გამოიწვია.

„ეს პრესეზონის მატჩისთვის ნორმალური არ არის“

- ამბობდა ჩავი შეხვედრის შემდეგ, რომელიც ლონდონელთა მხრიდან ასეთ ინტენსიურ თამაშს არ ელოდა.

ასევე აღსანიშნავია, რომ „არსენალმა“ მინდვრის საფარის ცუდი ხარისხის გამო მატჩის შეწყვეტაც კი განიხილა. ამის ფონზე არტეტას ფეხბურთელების ხისტი მოქმედებები კიდევ უფრო უცნაური იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ინტერესი ბევრ კლუბს აქვს“ | დინამოში საზონოვზე ისაუბრეს
„ინტერესი ბევრ კლუბს აქვს“ | დინამოში საზონოვზე ისაუბრეს