საბა საზონოვი
Aa
Aa

„საზონოვის ტრანსფერი რუსეთის ჩემპიონატის რეკლამაა“ - დინამო მოსკოვის ექს-მოთამაშე

„დინამო მოსკოვის“ ყოფილმა თავდამსხმელმა, რუსლან პიმენოვმა საბა საზონოვზე ისაუბრა. პიმენოვი უცხოურ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, საბას მომდევნო კლუბი „ლიონია“ და ტრანსფერი უახლოეს პერიოდში დაიხურება.

„ამ შემთხვევაში, საჭიროა, მომავალზე ვიფიქროთ. რუსეთის პრემიერ ლიგა ევროპული კლუბებისთვის ღიაა. ეს ტრანსფერი მოსკოვის დინამოს რეკლამაა. ეს ტრანსფერი რუსეთის ფეხბურთის კავშირისა და ჩვენი ჩემპიონატის რეკლამაა და გამომდინარე აქედან, ასეთ გუნდებში ფეხბურთელები აუცილებლად უნდა გავუშვათ. ზოგჯერ, შემცირებული გამოსასყიდი თანხის ვარიანტიც უნდა დავუშვათ“.

L’Equipe-ის ცნობით, „ლიონი“ საზონოვის სანაცვლოდ 3 მილიონ ევროს გადაიხდის. საბასთან 5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდება და ფრანგული გრანდი მას ბელგიურ „მოლენბეკში“ გაანათხოვრებს. ეს კლუბი „ლიონის“ მფლობელის, ჯონ ტექსტორის საკუთრებაა.

შეგახსენებთ, რომ Transfermarkt-ზე საზონოვის ღირებულება 2.5 მილიონი ევროა. საბამ რუსეთის პრემიერ ლიგის გასულ სეზონში მონაწილეობა 24 შეხვედრაში მიიღო და მის ანგარიშზე 1 გოლია. ტრანსფერის დახურვამდე, „ლიონმა“ ფრანგული ფეხბურთის ფინანსების მეთვალყურე ორგანიზაციისგან, DNCG-ისგან თანხმობა უნდა მიიღოს და საბას გაფორმება ამის შემდეგ შეეძლება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად | მაჰრეზმა სიტი დატოვა და საუდის არაბეთში ითამაშებს
ოფიციალურად | მაჰრეზმა სიტი დატოვა და საუდის არაბეთში ითამაშებს