გორის დილა, ანდრეი დემჩენკო, ვორსკლა
Aa
Aa

„თავი არ უნდა დავხაროთ“ - დემჩენკო ოპტიმიზმს ინარჩუნებს

UEFA-ს კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ვორსკლამ“ პოლონეთის ქალაქ ტიხში გორის „დილა“ 2:1 დაამარცხა. ანგარიში 57-ე წუთზე „დილას“ უკრაინელმა ფორვარდმა მიკოლა კოვტალიუკმა გახსნა. 73-ე წუთზე ფელიპე როდრიგესმა ანგარიში გაათანაბრა. მესამე დამატებულ წუთზე მალელმა იბრაჰიმ კანემ „ვორსკლას“ მოაგებინა.

მატჩის შემდეგ „დილას“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი დემჩენკომ განაცხადა, რომ მისი გუნდი მეტოქეს ფიზიკური მომზადების კუთხით ჩამორჩებოდა.

ანდრეი დემჩენკო:„ვორსკლა’’ ძალიან ძლიერი გუნდია კარგი ფეხბურთელებით. უკრაინული გუნდი ფიზიკურად კარგად მომზადებულია. 73 წუთი გაუძლეს და მოითმინეს. „ვორსკლა“ აქცენტს კონტრშეტევებზე აკეთებდა, ეს მათი მწვრთნელის არჩევანი იყო.

მატჩის ბოლოს გამოჩნდა, რომ ფიზიკურად სათანადოდ მომზადებულნი არ ვიყავით. ეს არის, რატომაც გავუშვით გოლები. ასევე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ არ უნდა დავხაროთ თავები. მოდით, თამაშის ანალიზი გავაკეთოთ და დარწმუნებული ვარ, საპასუხო მატჩში გოლის გატანის კარგი შანსები გვექნება''.

საპასუხო მატჩი 3 აგვისტოს გორში გაიმართება, შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები