აქტობე ქუთაისში ხვალ ჩაფრინდება | რა პრობლემა წარმოიშვა მხარეებს შორის
Aa
Aa

აქტობე ქუთაისში ხვალ ჩაფრინდება | რა პრობლემა წარმოიშვა მხარეებს შორის

უეფას კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდში, ქუთაისის „ტორპედოს“ მეტოქე „აქტობე“ გახლავთ. რამდენიმე საათის წინ დაიწერა, რომ ყაზახური კლუბი საქართველოში ჩამოფრენას ვერ ახერხებდა და ქართული მხარე ჩარტერული რეისის მიღებაზე უარს აცხადებდა.

Crystalsport-ის ინფორმაციით, ავიაკომპანიაზე, რომელიც ჩარტერულ რეისს ახორციელებს, სანქციებია დაწესებული და ქართულმა მხარემ მის მიღებაზე უარი სწორედ ამიტომ თქვა. ყაზახურ კლუბს ავიაკომპანიის შეცვლა მოუწია, საქართველოში ხვალ ჩამოფრინდება და ქუთაისში მატჩის დღეს ჩავა.

შეგახსენებთ, რომ მატჩი რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით, 21:00-ზე დაიწყება. მომხდარის გამო, „აქტობეს“ გულშემატკივრები განრისხებული არიან და გამოდიან ინიციატივით, რომ ყაზახურმა მხარემ „ტორპედოს“ მსგავსი ობსტრუქცია მოუწყოს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ქართულმა მხარემ „აქტობეს“ ფეხბურთელს, ანდერსონ ნიანგბოს ვიზა არ მისცა და იგი „ტორპედოსთან“ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

მსგავსი სიახლეები