რომელუ ლუკაკუ
Aa
Aa

ყველაფერი შეთანხმებულია - იუვენტუსი ლუკაკუს შეძენასთან ერთ ნაბიჯშია

„იუვენტუსი“ „ჩელსიდან“ რომელუ ლუკაკუს ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.

ამ მომენტისთვის მოლაპარაკებების დროს არანაირი პრობლემა არ წარმოქმნილა, ლუკაკუ „იუვენტუსის“ მთავარ მიზნად რჩება. Corriere dello Sport-ის ცნობით, ფეხბურთელი უკვე „ბებერ ქალბატონს“ 3-წლიან კონტრაქტზე და სეზონურად 9 მილიონ ევროზე შეუთანხმდა.

„იუვენტუსის“ ახალ სპორტულ დირექტორს კრისტიანო ჯუნტოლის დუშან ვლაჰოვიჩის გაყიდვა რაც შეიძლება სწრაფად სურს, რომ ლუკაკუს გაფორმება დროულად შეძლონ.

ბელგიელ ფორვარდს საუდის არაბეთიდან 2 ფინანსურად ძალიან მიმზიდველი წინადადება აქვს, თუმცა მისი მიზანი ევროპაში დარჩენაა და „იუვენტუსში“ გადასასვლელად ყველაფერს აკეთებს.

წყაროს ცნობით, ტურინელები მზად არიან მოიზე კინი, ფედერიკო კიეზა და არკადიუშ მილიკიც ტრანსფერზე დააყენოს, რათა ლუკაკუს შესაძენად ყველაფერი მზად იყოს.

წყაროს თანახმად, რომელუ ლუკაკუს „იუვენტუსში“ გადასვლა მხოლოდ დროის საკითხია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აპლოდისმენტები დაიმსახურა - ხვიჩას ეფექტური გოლი ვარჯიშზე
აპლოდისმენტები დაიმსახურა - ხვიჩას ეფექტური გოლი ვარჯიშზე