საბა სამუშია
Aa
Aa

16 წლის ქართველი ფეხბურთელი Football Talent Scout-ის ყურადღების ცენტრში მოექცა

Football Talent Scout-ი საფეხბურთო გვერდია, რომლის მფლობელიც იაჩეკ კულიგია და იგი საკუთარ მკითხველს პერსპექტიულ ახალგაზრდა ფეხბურთელებს აცნობს. Football Talent Scout-მა რამდენიმე კვირის წინ, ალექსანდრე ფეიქრიშვილზე დაწერა, ახლა კი მისი ინტერესის სფეროში 16 წლის ფეხბურთელი, საბა სამუშია მოექცა.

„საბა სამუშია დინამო თბილისის აკადემიაში ირიცხებოდა, რომელსაც ბოლო წლებში ისეთი ფეხბურთელები აღუზრდია, როგორებიც ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ზურიკო დავითაშვილი, ირაკლი აზაროვი, ლუკა გაგნიძე, ანზორ მექვაბიშვილი და გაბრიელ სიგუა არიან. გაბრიელ სიგუასთან, სოსო კოპალიანთან, ალექსანდრე თურქიასთან, ალექსანდრე ფეიქრიშვილთან, გიორგი მეფარიშვილთან, გიორგი ნიკოლაიშვილთან და საბა გეგუჩაძესთან ერთად, სამუშია 17-წლამდე ასაკის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ქართველ ფეხბურთელად ითვლება.

ძლიერი მხარეები

სისწრაფე (ძალიან ძლიერია)

აჩქარება (ძალიან ძლიერია)

დრიბლინგი (ძალიან ძლიერია)

ბურთის კონტროლი (ძალიან ძლიერია)

სიმკვირცხლე (ძალიან ძლიერია)

სიმამაცე (ძალიან ძლიერია)

გოლის ალღო (ძლიერია)

უნივერსალურობა (ძლიერია)

ბურთის გარეშე მოძრაობა (ძლიერია)

კრეატიულობა (ძლიერია)

რა კომპონენტები უნდა გააუმჯობესოს

ფიზიკურად უფრო ძლიერი უნდა გახდეს, კუნთოვანი მასა მოიმატოს.

ეფექტურობა და ცივსისხლიანობა მოედნის მესამე ნახევარში (მეტოქის საჯარიმო და მისი მისადგომები).

დრიბლინგისას ზოგჯერ ზედმეტად ამბიციურია და ბურთს სახიფათო მონაკვეთებში კარგავს. როცა ბურთი აქვს, უკეთესი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს.

სათამაშო სტილი

უნივერსალი ფორვარდი, რომელსაც შეტევაში ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში.

მოსწონს, როცა შეტევაში თავისუფლება აქვს და უფლებას აძლევენ, მოედანზე თავისუფლად იმოძრაოს და სივრცე იპოვოს.

ნებისმიერ დისტანციაზე ძალიან კარგი სისწრაფე აქვს.

ძალიან ვერტიკალური და მოძრავი ფეხბურთელია, რომელსაც დრიბლინგითა და უნარებით თამაშის აჩქარება უყვარს. შეუძლია, თავისი გუნდი მიიყვანოს პოზიციამდე, საიდანაც გოლის გატანის შანსი გაჩნდება.

სისწრაფის, ტემპის შეცვლის უნარისა და ფეთქებადობის წყალობით, შეუძლია, მეტოქეებს მარტივად გასცდეს.

საოცარი დრიბლიორი, რომელსაც მეტოქეზე წასვლა უყვარს და შეუძლია, ეფექტური სოლორეიდები განახორციელოს, რომლებითაც მოწინააღმდეგე გუნდის დაცვის ხაზს არღვევს.

ფლანგიდან შეტევები, ცენტრისკენ შეჭრები და საგოლე მომენტების შექმნა უყვარს.

დრიბლინგისას და სირბილისას ბურთს კარგად აკონტროლებს.

შეუძლია, მაღალ სისწრაფეზე დრიბლინგი განახორციელოს ან თანაგუნდელებთან კომბინაციები გაითამაშოს.

საკუთარი მეურვის ჩამოშორებისა და ზეწოლის თავიდან არიდების უნარი აქვს.

საკუთარ უნარებში დარწმუნებულია.

სისწრაფისა და მოძრაობების გამო, კონტრშეტევებზე ძალიან სახიფათოა.

მიუხედავად იმისა, რომ დაცვაში ეფექტურობის მხრივ, მოსამატებელი აქვს, დაცვაში მუშაობაზე უარს არ ამბობს და პრესინგის სათამაშოდ მზადაა.

საინტერესოა, რომ Football Talent Scout-მა სამუშია ჟერარ დეულოფეუს შეადარა, რომელსაც „ბარსელონაში“, „უოტფორდში“, „უდინეზესა“ და „ევერტონში“ უთამაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქართველი ახალგაზრდა Football Talent Scout-ის ყურადღების ცენტრში
ქართველი ახალგაზრდა Football Talent Scout-ის ყურადღების ცენტრში