ლუკა პარკაძე
Aa
Aa

„ძალიან კარგი ბიჭია“ | ადმირაში პარკაძეს აქებენ

„ადმირა ვაკერის“ ახალი სპორტული დირექტორი, პიტერ შტიოგერი და მისი წინამორბედი, მარსელ კეტელარი კლუბში მუშაობას განაგრძობენ და ახალი სეზონისთვის ემზადებიან. კეტელარი სპორტული დირექტორი მარტის შემდეგ აღარაა, თუმცა „ადმირა ვაკერთან“ კონტრაქტი სექტემბრამდე აკავშირებს და შტიოგერი აცხადებს, რომ დიდი შანსია, მასთან ერთად მუშაობა მომავალშიც გააგრძელოს.

„ბაიერნის“ 18 წლის ქართველი ფეხბურთელის, ლუკა პარკაძის გარიგება სწორედ კეტელარმა დახურა და ავსტრიულ გამოცემასთან, Krone-სთან მასზე მოკლედ ისაუბრა: „ლუკა ძალიან კარგი ბიჭია, რომელიც ტაქსიარხის ფუნტასს მაგონებს. ვნახოთ, როგორ განვითარდება და მომავალში რა მოხდება“.

ცნობისთვის, ფუნტასი 27 წლის ბერძენი ფეხბურთელია, რომელიც 2019-22 წლებში, ვენის „რაპიდის“ ღირსებას იცავდა. ავსტრიული კლუბის მაისურით 91 შეხვედრა ჩაატარა და მის ანგარიშზე 45 გოლია. 2022 წლიდან, იგი „დისი იუნაიტედში“ ასპარეზობს და 38 მატჩში თავი 18-ჯერ გამოიჩინა.

გეტყვით იმასაც, რომ „ადმირა ვაკერის“ საშინაო სტადიონის ტევადობა 10 700-ს შეადგენს. მთავარი მწვრთნელი ტომას პრატლია, რომელიც გასულ წლებში კლუბის ასაკობრივ გუნდებს წვრთნიდა, გასული სეზონის შემდეგ კი 32 წლის სპეციალისტი მთავარ მწვრთნელად დანიშნეს. პრატლი UEFA-ს პრო ლიცენზიის მქონე მწვრთნელია, უპირატესობას 4-1-4-1 ფორმაციას ანიჭებს. გასულ სეზონში რანგით მეორე ლიგაში „ადმირა ვაკერი“ მე-10 ადგილზე გავიდა, თუმცა ტიტულოვანი კლუბია, ავსტრიის ჩემპიონი 9-ჯერ გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ლიონისთვის პრიორიტეტული მიქაუტაძის შეძენაა“ - ფრანგული მედია
„ლიონისთვის პრიორიტეტული მიქაუტაძის შეძენაა“ - ფრანგული მედია