გიორგი მამარდაშვილი, მანუელ ნოიერი
Aa
Aa

ტუხელმა მეკარე მოითხოვა | ბაიერნმა 3 კანდიდატი განიხილა

„ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა კლუბის ხელმძღვანელებს მკაფიოდ განუცხადა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, მეკარის დამატება სურს. ავტორიტეტული გერმანული გამოცემის, BILD-ის ინფორმაციით, „რეკორდმაისტერმა“ 3 კანდიდატი განიხილა და ერთ-ერთი გიორგი მამარდაშვილია.

მიუნხენელთა ნომერ პირველი მეკარის, მანუელ ნოიერის ფიზიკურ კონდიციებთან დაკავშირებით, ბევრი კითხვის ნიშანია გაჩენილი და ტუხელს გოლკიპერის დამატება სწორედ ამიტომ სურს. BILD-ის ცნობით, „მამარდას“ გარდა, „ბაიერნმი“ იასინ ბონოზე და რობერტ სანჩესზე დაფიქრდა.

გერმანული პრესის ცნობით, „რეკორდმაისტერის“ ამჟამინდელი მეკარეები, იან ზომერი და ალექსანდრ ნუბელი გუნდს უახლოეს დღეებში დატოვებენ. ზომერის გადაბირება „ინტერს“ სურს და „ნერაძური“ მიზანთან ძალიან ახლოსაა, ნუბელს კი „ლიდსს“ უკავშირებენ. გუშინ, „ბაიერნმა“ ამხანაგური შეხვედრა გამართა და სამატჩო განაცხადში ნუბელი და ზომერი ვერ მოხვდნენ, რაც იმის მანიშნებელია, რომ დიდი ალბათობით, ადგილსამყოფელს უახლოეს პერიოდში გამოიცვლიან.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერთან მიმართებით, მთავარი პრობლემა სატრანსფერო ღირებულებაა. „ვალენსია“ 30 მილიონ ევროს ითხოვს, „რეკორდმაისტერი“ კი ამხელა თანხის გადახდას არ აპირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვითარება შეიცვალა | დოლიძე ალისკეროვთან არ იჩხუბებს
ვითარება შეიცვალა | დოლიძე ალისკეროვთან არ იჩხუბებს