ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, რუდი გარსია
Aa
Aa

“იმედი მაქვს სხვა გუნდებთან განსხვავების შექმნას გააგრძელებენ“ - გარსია კვარაზე და ოსიმენზე

როგორც მოგეხსენებათ, „ნაპოლის“ ახალი მთავარი მწვრთნელი რუდი გარსიაა. ფრანგმა სპეციალისტმა ჟურნალისტებთან ვრცლად ისაუბრა. რა თქმა უნდა, გარსიამ ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა კომენტარი.

გარსია:

„კვარაცხელია? არსებობენ ფეხბურთელები, რომლებიც სხვებზე მეტად ჩანან. ხვიჩა ამის მაგალითია, რადგან ის ბევრ გოლს იტანს და ბევრ საგოლე პასს აკეთებს, მაგრამ ეს რომ გააკეთოს ბურთი ხშირად უნდა ჰქონდეს. იმედი მაქვს, კვარა და ოსიმენი სხვა გუნდებთან განსხვავების შექმნას გააგრძელებენ.

ზოგადად მე მთლიანად გუნდზე და კოლექტივზე მიყვარს საუბარი და არა კონკრეტულ ინდივიდებზე. ვფრთხილობ, რომ ვინმე გუნდზე წინ არ დავაყენო. აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელი მნიშვნელოვანია.”

შეგახსენებთ, რომ აქტიურად მიმდინარეობდა საუბრები ვიქტორ ოსიმენის მიუნხენის „ბაიერნში“ გადასვლაზე, თუმცა, საბოლოოდ „რეკორდმაისტერმა“ აურელიო დე ლაურენტისის მოთხოვნილი 160 მილიონი ევრო არ გადაიხადა და ჰარი კეინზე გადაერთო.

ასევე, ნიგერიელი თავდამსხმელით ისეთი კლუბები ინტერესდებოდნენ, როგორებიც ლონდონის „ჩელსი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ არიან. თავად ოსიმენმა კი ყველა საუბარს წერტილი დაუსვა და განაცხადა, რომ „ნაპოლიში“ ბედნიერია.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
100+5 მლნ - დეკლან რაისის ტრანსფერი არსენალის ისტორიაში სარეკორდოა
100+5 მლნ - დეკლან რაისის ტრანსფერი არსენალის ისტორიაში სარეკორდოა