ტოტენჰემი, ბაიერნი, ჰარი კეინი, ტომას ტუხელი
Aa
Aa

“შემადგენლობით კმაყოფილი ვარ“ - ტუხელმა კეინზე ისაუბრა

როგორც მოგეხსენებათ, მიუნხენის „ბაიერნი“ აქტიურად ცდილობს ჰარი კეინის გადაბირებას. ამ საკითხთან დაკავშირებით, ჟურნალისტებმა ტომას ტუხელს ჰკითხეს, რომელმაც უპასუხა:

ტუხელი:

„მე ძალიან მოსაწყენი პასუხი მაქვს. არ ვსაუბრობ იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც ჩემს გუნდში არ თამაშობენ. ახალი არავისთვის არის, რომ ჩვენ ცენტრალურ თავდამსხმელს ვეძებთ. რა თქმა უნდა, კარგი იქნება, თუ ჰარი ჩვენთან ითამაშებს, მაგრამ თუ ის აქ არ გადმოვა პრობლემა არ არის. შემადგენლობით კმაყოფილი ვარ. მეტი მოთმინება გვმართებს.“

შეგახსენებთ, რომ „ტოტენჰემმა“ „რეკორდმაისტერის“ ორი შეთავაზება დაბლოკა. დანიელ ლევის გერმანული გუნდის მიერ შეთავაზებული თანხა მიუღებელია.

დღეს, სპორტულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თუ კეინის ტრანსფერი ჩაიშლება, „ბაიერნი“ ხულიან ალვარესზე გადაერთვება. ასევე, მიუნხენელთა სატრანსფერო სიაში დუშან ვლაჰოვიჩიც გახლავთ.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კლოპმა შეკრებაზე არ წაიყვანა - ფაბინიო ალ იტიჰადს უახლოვდება
კლოპმა შეკრებაზე არ წაიყვანა - ფაბინიო ალ იტიჰადს უახლოვდება