მეცი, გიორგი მიქაუტაძე, ლასლო ბოლონი
Aa
Aa

მეცის მწვრთნელი მიქაუტაძეზე: „ქარის საწინააღმდეგოდ ვერაფერს გააკეთებ“

საქართველოს ნაკრების შემტევის, გიორგი მიქაუტაძის „მეცმა“ საფრანგეთის ლიგა 1-ის ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. გუნდმა დღეს პირველი ერთობლივი ვარჯიში გამართა, რომელშიც მონაწილეობა ქართველმა ფეხბურთელმაც მიიღო.

სავარჯიშო პროცესის დასრულების შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლასლო ბოლონიმ ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია გამართა, სადაც გიორგი მიქაუტაძის დარჩენის შესაძლებლობაზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ქართველი შემტევი მომავალი სეზონიდან კვლავ „მეცის“ შემადგენლობაში ითამაშებს.

რა თქვა ბოლონიმ:

ჩემს თავს ვეუბნები, რომ გიორგი მიქაუტაძე „რენის“ გაუტანს, თუმცა თუ სერიოზული პასუხი გინდათ, ამაზე არ ვფიქრობ. ქარის საწინააღმდეგოდ ვერაფერს გააკეთებ. თუ იქნება ისეთი წინადადება, რომელზეც „მეცი“ უარს ვერ იტყვის, მაშინ უარს არ იტყვიან და ეს კარგად მესმის. გუნდის ხელმძღვანელების მესმის და მათ ვენდობი. ჩემი მოვალეობაა, რომ გრძელი სატრანსფერო ფანჯრის გათვალისწინებით გუნდი ახალი სეზონისთვის მოვამზადო. შესაძლოა, რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ბოლო მომენტში იქნეს მიღებული და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.

შეგახსენებთ, რომ „მეცი“ გასულ სეზონში საფრანგეთის ლიგა 2-ში გამოდიო და ლიგა 1-ის საგზური მოიპოვა, რაშიც ერთ-ერთი მთავარი როლი გიორგი მიქაუტაძეს მიუძღვის. ქართველმა ფორვარდმა გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 40 მატჩში 24 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა, რითაც ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შესაძლოა 1/4 ფინალი მოგვეგო, ან ჯგუფიდან ვერ გავსულიყავით“ - მუჯირი ხვიჩაზე და მიქაუტაძეზე
„შესაძლოა 1/4 ფინალი მოგვეგო, ან ჯგუფიდან ვერ გავსულიყავით“ - მუჯირი ხვიჩაზე და მიქაუტაძეზე