სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი, ალ-ჰილალი
Aa
Aa

კლუბები შეთანხმდნენ - მილინკოვიჩ-სავიჩი ალ-ჰილალში გადასვლასთან ახლოსაა

ფაბრიციო რომანოს ცნობით, „ალ-ჰილალმა“ რომის „ლაციოსთან“ სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის ტრანსფერთან დაკავშირებით სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია, რომლის მიხედვით რომაული კლუბი 40 მილიონ ევროს მიიღებს.

მოლაპარაკება ფინალურ ეტაპზეა, მხოლოდ ფორმალური მხარეა მოსაგვარებელი. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელი და კლუბი პერსონალურ კონტრაქტზე შეთანხმდნენ.

28 წლის მილინკოვიჩ-სავიჩი 2013-14 წლებში სერბულ „ვოივოდინაში“ თამაშობდა, შემდეგ კარიერა ბელგიურ „გენკს“ დაუკავშირა და 2015 წლის ზაფხულიდან „ლაციოს“ ფეხბურთელია.

სერბს „ლაციოსთან“ ერთად სკუდეტო არ მოუგია, თუმცა იტალიის თასისა (2018-19) და სუპერთასის (2017, 2019) გამარჯვებული გახდა.

შეგახსენებთ, რომ სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი სერბეთის 19-წლამდე ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა (2013), ორი წლის შემდეგ კი სერბეთის 20-წლამდე ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა, აღნიშნულ ორ ტურნირზე დაფიქსირებული შედეგი სერბული ფეხბურთის უდიდესი წარმატება იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები