შავი ლომი
Aa
Aa

“ისტორიული დებიუტი იქნება“ - უცხოური მედია შავ ლომზე

გასულ ხუთშაბათს (6 ივნისს) ცნობილი გახდა რომ შავი ლომი ჩელენჯ თასზე ითამაშებს. პირველ ქართულ ფრენჩაიზს როგორც ქართულ, ისე და უფრო მეტადაც უცხოურ მედიაში გულთბილი დახვედრა მოუწყვეს და მრავალი წარმატება უსურვეს. მოდით გადავხედოთ უცხოურ მედიაში შავ ლომზე რას წერენ:

პირველ რიგში ტურნირის ორგანიზატორი EPCR (ი-პი-სი-არ)-ის თავმჯდომარე დომინიკ მაქეი: ტურნირში შავი ლომის ჩართვა და ჩიტაზის დაბრუნება ასახავს ჩვენ უწყვეტ მოვალეობას გავაფართოოთ ტურნირი და წარმოვაჩინოთ ახალი და საინტერესო ტალანტები მსოფლიოს რაგბის გულშემატკივრებისთვის. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ – ქართველთა ჟინი და ფიზიკურობა უფრო გაზრდის ტურნირის დაძაბულობას.

დეილი მეილი (DailyMail): “ელიტური რაგბის კარიბჭის დამსხვრევაზე” საქართველოს ამბიციურმა იმედებმა დამატებით კიდევ ერთი სტიმული მიიღო – მათი სანაკრებო ფრენჩაიზი ევროპულ შეჯიბრებებში ერთვება. აღმოსავლეთ ევროპელებმა გამარჯვებები საერთაშორისო ასპარეზზეც მოიპოვეს (უელსთან და იტალიასთან) და უფრო მეტად განვითარებას ნიშნებიც ჩანს: გასულ თვეში მათმა 20-წლამდე ნაკრებმა ინგლისი დაამარცხა. ბორჯღალოსნებიც მუდმივად ამტკიცებდნენ, რომ გაუმჯობესების გასაგრძელებლად მათ მეტი თამაში სჭირდებათ პლანეტის საუკეთესო გუნდებუს წინააღმდეგ. ეს საუბრები კვლავ გრძელდება ტესტების თვალსაზრისით, რადგან მსოფლიო რაგბი ცდილობს დაასრულოს თავისი ახალი სტრუქტურა 2026 წლიდან ახალი ჩემპიონატის განხორციელებით, რომელიც მალე დადასტურდება. მაშინ, როცა საქართველოს საუკეთესო მორაგბეები საფრანგეთის კლუბებში თამაშობენ, რაგბის კავშირი ბევრს მუშაობს შინაური რაგბის გასაძლიერებლად.

პლანეტ რაგბი (Planet Rugby): ამ ტურნირზე შავი ლომის ისტორიული დებიუტია, ისინი მე-3 ჯგუფში არიან და სტუმრად ჩელენჯის ძირძველ ჩემპიონებს გლოსთერს და კლერმონს ეთამაშებიან, ხოლო სახლში კასტრს და სქარლეთსს მიიღებს. აქვე გთავაზობთ პლანეტ რაგბის ექსკლუზიური ინტერვიუ ნიკა ალავიძესთან: “რაგბი ევროპის ზე’თასის ზედიზედ ორჯერ მოგების შემდეგ შავი ლომი მზადაა ერთი საფეხურით ზემოთ აინაცვლოს და საუკეთესოებს შეეჯიბროს: საფრანგეთიდან, ინგლისიდან და URC-ის ჩემპიონატიდან. როდესაც ჩვენ მორაგბეებს ელიტურ მოწინააღმდეგეებთან თამაშის საშუალება მიეცათ, შედეგმაც არ დააყოვნა და ეს თვალნათლივაც გამოჩნდა ჩვენი ეროვნული და 20-წლამდე ნაკრების შედეგებიდან. წინა წლის ნაკრების წარმატებული სვლიდან ჩანს რომ ეს ქართული რაგბისთვის მნიშვნელოვანი მომენტია, რათა მომავლისკენ დიდი ნაბიჯი გადაიდგას.”

ბიბისი (BBC): ქართული შავი ლომი და აფრიკული ჩიტაზი მიწვეული გუნდის სტატუსით 2023-24 სეზონის ჩელენჯ თასში ჩაერთვებიან. ამ ორი გუნდის დამატებით ორგანიზატორებმა ჯგუფური ეტაპის 18 გუნდი საბოლოოდ გამოაცხადეს. ტურნირი ისევ ჯგუფურ ფორმატს დაუბრუნდა და მისი სტარტი დეკემბერშია დაგეგმილი.

რაგბიპას (RugbyPass): ეს მნიშვნელოვანი მომენტია რადგან შავი ლომი ხდება პირველი ქართული კლუბი რომელიც EPCR-ის პროფესიულ ტურნირში იასპარეზებს.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მბაპე: “პსჟ ორად გაყოფილი და დაშლილი გუნდია“
მბაპე: “პსჟ ორად გაყოფილი და დაშლილი გუნდია“