ჩელსი, იუვენტუსი, რომელუ ლუკაკუ, ალ ჰილალი
Aa
Aa

უარი ინტერს - ჩელსის ლუკაკუს გაყიდვა ალ ჰილალში სურს

ბრიტანული ავტორიტეტული გამოცემა The Guardian იუწყება, რომ ლონდონის „ჩელსიმ“ „ინტერის“ წინადადება ლუკაკუსთან დაკავშირებით დაბლოკა. „არისტოკრატები“ ბელგიელი თავდამსხმელის „ნერაძურიში“ დატოვებას არ აპირებენ.

ამ ინფორმაციას, ბრიტანელი სპორტული ჟურნალისტი ბენ ჯეიკობსიც ადასტურებს და გვამცნობს, რომ ლუკაკუს გადაბირებისთვის „ალ ჰილალი“ და „იუვენტუსი“ იბრძვიან.

ლონდონელთა პრიორიტეტი რომელუს საუდის არაბეთში გაყიდვაა, რადგან არაბები 45 მილიონ ევროს იხდიან, ხოლო ტურინელები გაცილებით ნაკლებს.

თავად ფეხბურთელს „ინტერში“ სურს დარჩენა. თავდაპირველად მილანური გუნდი ამის წინააღმდეგი იყო, მაგრამ საბოლოოდ ხელმძღვანელობამ ლუკაკუს „ინტერში“ დარჩენაზე თანხმობა განუცხადა, მაგრამ ახლა, როგორც უკვე მოგახსენეთ „ჩელსი“ იტალიელებს იჯარას აღარ გაუგრძელებს და თავად წარმართავს ბელგიელის ბედს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თოფურია: ვოლკანოვსკი რეალურ საფრთხეს გაურბის, მე გამირბის
თოფურია: ვოლკანოვსკი რეალურ საფრთხეს გაურბის, მე გამირბის