გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

ვალენსიასთვის წინადადებით არავის მიუმართავს | მამარდაშვილს მსურველი არ ჰყავს

ავტორიტეტულმა ესპანურმა გაზეთმა, AS-მა „ვალენსიას“ ქართველ მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს სტატია მიუძღვნა. როგორც AS-ი ირწმუნება, „ღამურებს“ „მამარდას“ ტრანსფერის თაობაზე არც ერთი წინადადება არ აქვთ და მისი მისამართით დიდი ინტერესი არაა.

„ვალენსიას ძირითადი მეკარის სტატუსის დასაკუთრებიდან, სატრანსფერო ფანჯრის პირველ დღეებში ერთ-ერთ ყველაზე მივიწყებულ ფეხბურთელობამდე. გიორგი მამარდაშვილი სწორედ ამ ვითარებაში იმყოფება და ქართველმა მეკარემ კულისებში გადაინაცვლა. ვალენსიამ რამდენიმე მოთამაშის თაობაზე წინადადება მიიღო, მაგრამ მათ შორის ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატიდან დაბრუნებული მამარდაშვილი არაა და გიორგის სერიოზული მსურველი არ ჰყავს.

ღამურებს ფინანსური ბალანსის დარეგულირება სურთ და გიორგის ფასიც დაადეს. 20 მილიონი ევრო, რომელიც ვალენსიამ მამარდაშვილის სანაცვლოდ მოითხოვა, კლუბისთვის ჰაერივით მნიშვნელოვანი იქნებოდა. მისი ასაკიდან და პერსპექტივიდან გამომდინარე, ვფიქრობდით, რომ ჩე სატელეფონო ზარებს მალევე მიიღებდა, მაგრამ მესტალიის ბინადრების ტელეფონს ჯერ არ დაურეკავს.

მამარდაშვილს კარგი სეზონი ჰქონდა. იგი ვალენსიას ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო და სანაკრებო მატჩების ჩათვლით, მონაწილეობა 50-ზე მეტ შეხვედრაში მიიღო. იყო პერიოდი, როცა მას პრემიერ ლიგის წარმომადგენლებს უკავშირებდნენ, მაგრამ ახლა გიორგის ტრანსფერი ისე შორსაა, როგორც არასდროს“, - წერს ესპანური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ „მამარდას“ „ვალენსიასთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მისი გამოსასყიდი თანხა  100 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მოლაპარაკებები ახლა დაიწყო“ - იტალიელი ჟურნალისტი ხვიჩას კონტრაქტზე
„მოლაპარაკებები ახლა დაიწყო“ - იტალიელი ჟურნალისტი ხვიჩას კონტრაქტზე