ნგოლო კანტე
Aa
Aa

კარიერის პარალელურად | კანტემ ბელგიური კლუბი იყიდა

ნ’გოლო კანტე საუდის არაბეთის კლუბ „ალ-ნასრში“ კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად ითამაშებს, თუმცა ფეხბურთში მხოლოდ ამ სახით არ იქნება ჩართული. ფრანგმა ვარსკვლავმა ბელგიური კლუბი იყიდა.

„ჩვენი კლუბის სტრუქტურირებას ამიერიდან ნ’გოლო კანტე გააგრძელებს. მისი საფუძვლების, შემადგენლობისა და ტრადიციების გაერთიანებისთვის იმუშავებს, რაც ახალგაზრდულ აკადემიასაც ეხება.

იგი არის უმაღლესი დონის ფეხბურთელი და პიროვნება, რომლის თვისებები და ფასეულობები უცხო არავისთვისაა. ამჟამინდელი მფლობელი, ფლავიო ბეკა მოხარულია, რომ კლუბის მართვის უფლებები ასეთ ადამიანს გადასცეს“, - წერია „როიალ ექსელსიორ ვირტონის“ ოფიციალურ განცხადებაში.

კლუბი ასევე აღნიშნავს, რომ დავალიანებებისგან თავისუფალია და დირექტორთა საბჭოს ჩამოსაყალიბებლად ყველაფერი მზადაა, რაც უახლოეს დღეებში მოხდება კიდეც. არაფერი დაწერილა იმაზე, ფრანგმა აქციების შესაძენად რამდენი გადაიხადა.

„როიალ ექსელსიორი“ გუნდია ბელგიის პატარა ქალაქიდან, რომელიც საფრანგეთისა და ლუქსემბურგის საზღვართან ძალიან ახლოს მდებარეობს. BBC-ის ინფორმაციით, ამჟამად მუშაობა მიდის ლიცენზიის აღსადგენად, რათა „ექსელსიორმა“ პროფესიონალური კლუბის სტატუსი მიიღოს, რაც 2023-24 წლების სეზონიდან ბელგიის მე-3 დივიზიონში ასპარეზობის უფლებას მისცემს. ვირტონელებს ქვეყნის უმაღლეს დივიზიონში არასდროს უთამაშიათ და ამისთვის, როგორც მიხვდით, ორი საფეხურით ამაღლება დასჭირდებათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მე-3 ტურის სიმბოლური ნაკრები | ორი ქართველი საუკეთესოთა შორის
მე-3 ტურის სიმბოლური ნაკრები | ორი ქართველი საუკეთესოთა შორის