ხვიჩა კვარაცხელია, იური სიომინი
Aa
Aa

სიომინი კვარაზე: „უდიდესი ტალანტი და ნამდვილი პროფესიონალია“

მოსკოვის „ლოკომოტივისა“ და „ნაპოლის“ ქართველი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, იური სიომინმა „კვარაზე“ ისაუბრა. სიომინის თქმით, ხვიჩას თავისი მაქსიმუმისთვის ჯერ არ მიუღწევია და ბევრად მეტი შეუძლია.

„გასულ სეზონში, კვარაცხელიას ყველა მიღწევა კანონზომიერი იყო და ხვიჩამ ისინი თავისი შრომით დაიმსახურა. კვარა უდიდესი ტალანტი და ნამდვილი პროფესიონალია. სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ისე უბრალოდ ვერ გახდები. მან ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა გუნდში, რომელიც ჩემპიონი გახდა.

რა თქმა უნდა, მომავალში სტაბილური შედეგის ჩვენება გაუჭირდება, რადგან ამ ასაკში ჩავარდნები ხშირია. რთული იქნება, მაგრამ ხვიჩას ბევრად მეტი შეუძლია და ყველა კარტი ჯერ არ გაუხსნია. დარწმუნებული ვარ, საკუთარ დონეზე დაბლა არ დაეშვება და ვიმედოვნებ, მომდევნო სეზონში უფრო კაშკაშა იქნება“.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ სერია A-ს სადებიუტო სეზონი 12 გოლითა და 10 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. წარმატებული ასპარეზობის წყალობით, სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ზე მისი სატრანსფერო ღირებულება 85 მილიონ ევრომდე გაიზარდა და „კვარა“ მსოფლიოს 20 ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელს შორისაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Corriere della Sera: ინტერის N1 სამიზნე | ფაქტები, რომლებიც მამარდას შესახებ უნდა ვიცოდეთ
Corriere della Sera: ინტერის N1 სამიზნე | ფაქტები, რომლებიც მამარდას შესახებ უნდა ვიცოდეთ