ილია თოფურია
Aa
Aa

თოფურია: „ვოლკანოვსკისთან ავსტრალიაში ჩხუბი არანაირი პრობლემა არ იქნება“

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. „ელ მატადორი“ დარწმუნებულია, რომ მოქმედ ჩემპიონ ალექსანდრ ვოლკანოვსკის დაამარცხებს და თვლის, რომ როგორც ქვემსუბუქ, ისე მსუბუქ წონით დივიზიონში მის უნარებთან გამკლავება არავის შეუძლია.

„ახლა სატიტულო ბრძოლაზე ვარ ორიენტირებული და ვიცი, რომ მის მიღებას ვიმსახურებ, მაგრამ თუ UFC ესპანეთში ღონისძიების ჩატარებას შემომთავაზებს და ჩემი მეტოქე მაქს ჰოლოუეი იქნება, თანხმობას განვაცხადებ. თუ მეტყვიან, რომ ესპანეთში რომელიღაც უცნობ მებრძოლს უნდა ვეჩხუბო, ვიტყვი, რომ ჩემი მიზანი საჩემპიონო ქამრის დასაკუთრებაა.

ჩემთვის ყველაზე რეალური სცენარი სატიტულო ბრძოლის მიღებაა. ამ დივიზიონში ჩემს უნარებთან გამკლავება არავის შეუძლია. არავის! მარტო ქვემსუბუქ წონით დივიზიონზე არ მაქვს საუბარი. მიმაჩნია, რომ მსუბუქ წონით დივიზიონშიც ყველას დავაფინიშებ. ვიცი, რა ძალა და ტექნიკა მაქვს და რამდენად მაგარი მებრძოლი ვარ.

ვინ მოიგებს იაირ როდრიგესსა და ალექსანდრ ვოლკანოვსკის შორის? ვფიქრობ, ვოლკი ქამარს შეინარჩუნებს. ვიქნები თუ არა თანახმა ავსტრალიაში ვოლკანოვსკისთან ჩხუბზე? ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. მსოფლიოში საუკეთესო ვარ და შემიძლია, ვოლკი ავსტრალიაში, ლას ვეგასში, მაიამიში ან ესპანეთში დავამარცხო. სულერთია, სად წავალთ. ყველგან მოვუგებ“.

შეგახსენებთ, რომ თოფურიამ ემეტი დომინანტურ სტილში, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა (49:45, 50:42, 50:44). ემეტთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, თოფურიამ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ტოპ 15-ში წინ წაიწია და მე-5 ადგილზე გადაინაცვლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საქართველო, თუ ესპანეთი? არჩევა არ შემიძლია“ - ილია თოფურია
„საქართველო, თუ ესპანეთი? არჩევა არ შემიძლია“ - ილია თოფურია