ტოტენჰემი, ბაიერნი, ჰარი კეინი
Aa
Aa

მწვანე შუქი აუნთო? - კეინისთვის ბაიერნი სასურველი გუნდია

როგორც მოგეხსენებათ, ჰარი კეინი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელია. ინგლისელ თავდამსხმელს არაერთ ევროპულ გრანდს უკავშირებენ, მათ შორის „რეალს“, „მანჩესტერ იუნაიტედს“ და მიუნხენის „ბაიერნს“.

ამ საკითხთან დაკავშირებით, გერმანელი ცნობილი ჟურნალისტი ფლორიან პლატენბერგი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

ვიგებთ, რომ კეინმა „რეკორდმაისტერს“ განუცხადა, რომ „ბაიერნი“ მისთვის სასურველი გუნდია. აქედან გამომდინარე, მიუნხენში ოპტიმისტურად არიან განწყობილნი. ბუნდესლიგის მოქმედ ჩემპიონს სჯერა, რომ ჰარის გადაბირებას 100 მილიონ ევროზე ნაკლებად შეძლებენ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ, ბენზემას წასვლის შემდეგ, მადრიდული გრანდი კეინის დაყოლიებას აქტიურად ცდილობდა, თუმცა შემდეგ კილიან მბაპეს ყიდვის შანსი გაჩნდა და „დეზებთან“ კომუნიკაცია შეწყდა.

როგორც უკვე მოგახსენეთ, რადარზე „მანჩესტერ იუნაიტედიც“ არის, თუმცა თავად კეინს „წითელ ეშმაკებში“ გადაბარგების სურვილი არასდროს გამოუთქვამს. ცნობისთვის, 29 წლის თავდამსხმელს „ტოტენჰემთან“ კონტრაქტი 2024 წლის ივნისში ეწურება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მილანი ლოფტუს-ჩიკს შეუთანხმდა და ლუკა რომეროს დაყოლიებას ცდილობს
მილანი ლოფტუს-ჩიკს შეუთანხმდა და ლუკა რომეროს დაყოლიებას ცდილობს