საუდის არაბეთი, ალ-ჰილალი
Aa
Aa

ოფიციალურად | კალიდუ კულიბალი კარიერას ალ-ჰილალში გააგრძელებს

ლონდონის „ჩელსის“ მცველი, კალიდუ კულიბალი კარიერას საუდის არაბეთის კლუბ ალ-ჰილალში გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაცია ლონდონური კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა.

თავის მხრივ, ოფიციალური განცხადება გაავრცელა „ალ-ჰილალმა“ და სენეგალელი ფეხბურთელი კლუბში ოფიციალურად წარადგინა.

გავრცელებული ინფორმაციით, კულიბალიმ არაბულ გუნდთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ხელფასის სახით სეზონში 30 მილიონ ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ კალიდუ კულიბალი „ჩელსიში“ გასული სეზონის დასაწყისში გადავიდა და ყველა ტურნირზე ლონდონური კლუბის მაისურით 32 თამაში ჩაატარა, სადაც 2 გოლის გატანა მოახერხა. მანამდე, სენეგალელი ფეხბურთელი ნეაპოლიტანური გუნდის ღირსებას 2014-დან 2022 წლის ჩათვლით იცავდა. აქვე გეტყვით, რომ რამდენიმე დღის წინ „ალ-ჰილალმა“ პრემიერ ლიგიდან კიდევ ერთი ფეხბურთელის, რუბენ ნევეშის ტრანსფერი დაადასტურა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლაურენტისი ოსიმენის შემცვლელს შეუთანხმდა, თუმცა შესაძლოა ნიგერიელი დარჩეს
ლაურენტისი ოსიმენის შემცვლელს შეუთანხმდა, თუმცა შესაძლოა ნიგერიელი დარჩეს