საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატი, ბელგიის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

ცვლილებები სასტარტოში - სვანაძის რჩეული 11-ეული ბელგიასთან

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალური ეტაპის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები „დინამო არენაზე“ ბელგიას შეხვდება.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის, რამაზ სვანაძის რჩეული 11-ეული ასეთია: მამარდაშვილი, ხვადაგიანი, კალანდაძე, გელაშვილი, საზონოვი, დავითაშვილი, მექვაბიშვილი (კ), ლუკა გაგნიძე, აზაროვი, გაგუა, მოისწრაფიშვილი

პორტუგალიასთან გამართული მატჩის შემდეგ რამაზ სვანაძემ 4 ცვლილება განახორციელა: კუტალაძე, წიტაიშვილი, ნიკა გაგნიძე და გულიაშვილი სასტარტოს მიღმა დატოვა. მათ ნაცვლად მამარდაშვილი, აზაროვი, ლუკა გაგნიძე და დავითაშვილი ითამაშებენ.

ბელგიასთან მატჩში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების სათადარიგოთა სკამზე შემდეგი ფეხბურთელები სხედან: ყალიჩავა, კუტალაძე, კაპანაძე, გულიაშვილი, გოჩოლეიშვილი, სიგუა, ნიკა ხორხელი, ოთარ მამაგეიშვილი, წიტაიშვილი, ნიკა გაგნიძე, ლომინაძე, ჯინჯოლავა

ბელგიის 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯეკი მატიისენმა სასტარტოში შემდეგი მოთამაშეები გაამწესა: ვანდევორდტი, დე კეიპერი, დე ვინტერი, დებასტი, სიკე, შარლ დე კეტელარე (კ), კეიტა, ვრანკსი, ბალიკვიშა, ოპენდა, რამაზანი

ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა პირველი მატჩი პორტუგალიასთან გამართა, რამაზ სვანაძის გუნდმა გიორგი გაგუასა და საბა საზონოვის გოლებით პორტუგალია 2:0 დაამარცხა. ამავე ჯგუფის პირველ ტურში ბელგია-ნიდერლანდების შეხვედრა 0:0 დასრულდა.

მეორე ტურში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები „დინამო არენაზე“ ბელგიას შეხვდება, მატჩი 24 ივნისს, 20:00 საათზე დაიწყება. ამ მატჩის პარალელურად პორტუგალია „მიხეილ მესხზე“ ნიდერლანდებს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები