გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

შეთანხმება ვალენსიასა და მამარდას შორის | ახალი კლუბის პოვნა ჭირს

ავტორიტეტული ესპანური გამოცემა, Relevo „ვალენსიას“ ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის მომავალთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს. Relevo-ს ცნობით, კლუბსა და ფეხბურთელს შორის შეთანხმება არსებობს, რომლის მიხედვითაც, მას შეუძლია, „მესტალია“ ამ ზაფხულს დატოვოს.

„ღამურები“ მზად არიან, გიორგი გაუშვან თუ მის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს მიიღებენ. Relevo-ს თანახმად, პრობლემა ისაა, რომ ეს თანხა ბევრ კლუბს აფერხებს. მათ ურჩევნიათ, ოდნავ მეტი უფრო გამოცდილი მეკარის სანაცვლოდ გადაიხადონ ან ბევრად ნაკლებად გამოუცდელი გოლკიპერი შეიძინონ, რომლის ტრანსფერიც სამომავლო გათვლა იქნება.

Relevo-ს ინფორმაციით, „ბრაიტონის“ სატრანსფერო პოლიტიკა ამის ნათელი დადასტურებაა. „მამარდას“ „თოლიების“ რიგებში გადასვლის პერსპექტივა ხიბლავდა და მხარეებს შორის შეხვედრაც გაიმართა, მაგრამ „ბრაიტონმა“ აქცენტი „ანდერლეხტის“ ახალგაზრდა მეკარეზე, ბარტ ვერბრიუგენზე გადაიტანა და თუ რადიკალური ცვლილებები არ მოხდა, სწორედ მას გაიფორმებს.

ესპანური გამოცემის მიხედვით, იგივე მოხდა „ტოტენჰემისა“ და „ბრენტფორდის“ შემთხვევაშიც. „ფუტკრების“ სიაში მამარდაშვილი წამყვან ადგილს იკავებდა, მაგრამ საბოლოოდ „ფრაიბურგის“ კარის დარაჯზე, მარკ ფლეკენზე შეჯერდნენ, რომლის ფასიც 20 მილიონი ევროა.

როგორც Relevo წერს, გიორგი სხვა კლუბების რადარზე მოექცა, რომელთა შორის „ბარნლი“ და „ინტერი“ არიან. „ნერაძური“ მისთვის იმ შემთხვევაში იბრძოლებს თუ ანდრე ონანას გაუშვებს. ამ მომენტისთვის, „ვალენსიას" ოფიციალური წინადადება არ მიუღია და „ღამურების“ მოთხოვნების დაკმაყოფილება მარტივი არ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გაუგებარია VAR-ი რატომ არაა“ - ნუნუ ტავარეში გაგუას გოლის ეპიზოდზე
„გაუგებარია VAR-ი რატომ არაა“ - ნუნუ ტავარეში გაგუას გოლის ეპიზოდზე