ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

გაზრდილი ანაზღაურებით - კვარა ნაპოლისთან ახალ კონტრაქტს აფორმებს

ხვიჩა კვარაცხელია და მისი აგენტი მამუკა ჯუღელი უკვე რამდენიმე კვირაა „ნაპოლისთან“ ახალი ხელშეკრულების თაობაზე აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ და როგორც Sport Mediaset-ი და La Gazzetta dello Sport-ი წერს, რომ მხარეები შეთანხმებასთან უკვე ძალიან ახლოს არიან.

წყაროს ცნობით, ყველაფერი თითქმის შეთანხმებულია. ერთადერთი რაც შეიცვალა არის ანაზღაურება, რომელიც 2.5 მილიონი ევროს ნაცვლად 3 მილიონი ევრო იქნება.

აქამდე ყველა წყარო აღნიშნავდა, რომ ხვიჩას ამჟამინდელი ანაზღაურება 1.2 მილიონი 2.5 მილიონამდე გაიზრდებოდა, თუმცა როგორც ჩანს, მოლაპარაკებების მსვლელობისას კლუბი კვარაცხელიასთვის მეტის გადახდას დათანხმდა.

Sport Mediaset იტყობინება, რომ კვარაცხელიამ თავისი აგენტის მამუკა ჯუღელის მეშვეობით ხელფასების გაზრდა მოითხოვა.

როგორც იტალიური მედია აღნიშნავს, ხელშეკრულება ძალაში 2028 წლამდე იქნება. კვარას გამოსასყიდი თანხის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

ამრიგად, ხვიჩა კლუბში მე-4 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება, ოსიმენის, ლოზანოსა და ჟელინსკის შემდეგ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უკეთეს პროექტს იმსახურებ“ - მესიმ მბაპეს რეალში გადასვლა ურჩია
„უკეთეს პროექტს იმსახურებ“ - მესიმ მბაპეს რეალში გადასვლა ურჩია