შენგელიას 10 ქულა - ვირტუსმა სერიაში ანგარიში გაათანაბრა
იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალში მეექვსე დაპირისპირება გაიმართა. „ვირტუს ბოლონიამ“ „ოლიმპია მილანოს“ უმასპინძლა, 85:66 დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა.
როგორც ყოველთვის, ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა თორნიკე შენგელია, რომელმაც პარკეტზე 21 წუთი დაყო.
ამ პერიოდის განმავლობაში, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 10 ქულას, 3 მოხსნას და 3 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.
ყველაზე მეტი ქულა ადგილობრივმა მარკო ბელინელიმ ჩააგდო. „ვირტუსის“ კალათბურთელმა 19 წუთში 14 ქულა და 1 მოხსნა დააგროვა. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების მეშვიდე და საბოლოო დაპირისპირება 23 ივნისით თარიღდება.
VITTORIA ⚪️⚫️
— Virtus Segafredo Bologna (@VirtusSegafredo) June 21, 2023
La Segafredo sempre davanti nel punteggio, a Bologna porta a casa Gara6 ????????
???? Belinelli 13, Hackett 13, Cordinier 13, Jaiteh 11, Shengelia 10#AmoreInfinito #LBA #TuttoUnAltroSport pic.twitter.com/uCIgjO47Mh