გიორგი გაგუა, საბა საზონოვი, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები
Aa
Aa

დიდებული დასაწყისი - საქართველომ პორტუგალიას მოუგო

ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში საქართველომ ტურნირის ფავორიტ პორტუგალიას უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

რამაზ სვანაძის შეგირდებმა აღნიშნული დაპირისპირება ბრწყინვალედ დაგეგმეს. „ჩვენებურები“ მეორე ნომრად თამაშობდნენ და კონტრ-შეტევებზე სიტუაციას ამწვავებდნენ.

აღსანიშნავია, რომ პირველ ტაიმში სტუმრებს რეალური მომენტი არ ჰქონდათ. ანგარიში 37-ე წუთზე გაგუამ გახსნა, რასაც მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში საზონოვმა უპასუხა და 2:0 დააფიქსირა.

მეორე ნახევარში, პორტუგალიამ ზეწოლა გააძლიერა და საქართველო თავს შესანიშნავად იცავდა. რიგ ეპიზოდებში მოწოდების სიმაღლეზე კუტალაძე მოგვევლინა. მატჩის 76-ე წუთზე არაუხო გააძევეს და ფაქტობრივად პორტუგალიელთა შანსი მინიმუმამდე დავიდა.

ბოლო წუთებში, სტუმრები შეტევაში აქტიურად გადავიდნენ, მაგრამ საქართველოს დაცვა გაუვალი იყო. საბოლოოდ 2:0 და „ჩვენებურებმა“ პირველივე მატჩი მოიგეს.

ცნობისთვის, პორტუგალიის 21-წლამდე ნაკრებს ბოლო 40 მატჩიდან 36 ჰქონდა მოგებული. ასევე გეტყვით, საქართველოს ჯგუფში პარალელურად ბელგიასა და ნიდერლანდების მატჩი მიმდინარეობდა, რომელიც 0:0 დასრულდა და რამაზ სვანაძის გაწვრთნილი გუნდი 3 ქულით ჯგუფის ლიდერია.

გაგუას გოლი

საზონოვის გოლი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თოფურია: „მახაჩევს ყველა კომპონენტში ვჯობივარ“
თოფურია: „მახაჩევს ყველა კომპონენტში ვჯობივარ“