Aa
Aa

"ბარსას" "მანჩესტერის" ტალანტის შეძენა სურს - რონალდუ კი "რეალს" ბრძოლისკენ მოუწოდებს

კრიშტიანო რონალდუ "რეალს" "ბარსელონასთვის" კონკურენციის გაწევას სთხოვს.

„ბარსელონა“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ 17 წლის ტალანტის ანხელ გომესის შეძენას ცდილობს.

Goal-ის ინფორმაციით, რონალდუმ ფლორენტინო პერესს უთხრა, რომ გომესისთვის ბრძოლაში „რეალიც“ ჩაერთოს.

ანხელ გომესი „წითელი ეშმაკების“ ახალგაზრდული გუნდის ლიდერია და მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

ახალგაზრდა ინგლისელმა ფეხბურთელმა „იუნაიტედის“ მაისურით თავისი პირველი ოფიციალური მატჩი უკვე ჩაატარა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები