თორნიკე შენგელია
Aa
Aa

შენგელიას 2 ქულა ჰქონდა | ვირტუს ბოლონია სტუმრად ისევ დამარცხდა

თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ „ოლიმპია მილანოსთან“ მესამედ დამარცხდა. იტალიის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში, ქართველი კალათბურთელის გუნდმა საკუთარ კედლებში მოგებული 2 თამაშით ანგარიში გაათანაბრა, თუმცა სტუმრად ისევ წააგო და სერიაში 2:3 მარცხდება.

„ოლიმპია მილანომ“ მატჩი კარგად დაიწყო და პირველი ტაიმი 5 ქულით მოიგო. მე-3 მეოთხედში, მასპინძელთა უპირატესობამ 13 ქულა შეადგინა, თუმცა „ვირტუს ბოლონიამ“ გაქცევა მოაწყო და სხვაობა 2 ქულამდე დაიყვანა. ეს შენგელიას გუნდის მაქსიმუმი აღმოჩნდა და „ოლიმპია მილანომ“ 79:72 იმარჯვა.

ქართველ კალათბურთელს ცუდი მატჩი ჰქონდა. შენგელიამ პარკეტზე 21 წუთი გაატარა და აქტივში 2 ქულა, 3 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და ამდენივე ჩაჭრა ჩაიწერა. თორნიკემ 6-დან 1 ორქულიანი ჩააგდო და 1 სამიანი გააცუდა.

ამრიგად, „ოლიმპია მილანოს“ ჩემპიონობის გაფორმება მომდევნო შეხვედრაში შეეძლება, რომელსაც სტუმრად გამართავს. ფინალური სერიის მე-6 მატჩი 21 ივნისსაა ჩანიშნული და თბილისის დროით, 22:30-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კლარკი: „ქართველები კარგად მიდიან და თავდაჯერება არ აკლიათ“
კლარკი: „ქართველები კარგად მიდიან და თავდაჯერება არ აკლიათ“