ლიონელ მესი, არგენტინის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

მესი: „კარიერას სიამოვნებით დავასრულებ იმაზე ფიქრით, რომ ყველაფერი მოვიგე“

ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა, ლიონელ მესიმ Alta En El Cielo-ის მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში განაცხადა, რომ თავისი განვლილი კარიერით კმაყოფილია, რადგან ყველა ტიტულის მოგება შეძლო.

რას ამბობს მესი:

ფეხბურთის და განსაკუთრებით ჩვენი შედეგებით ხალხს მივეცით შესაძლებლობა, რომ ყოველდღიური პრობლემები ცოტა ხნით მაინც დაევიწყებინათ, არგენტინას კი განსაკუთრებული სიხარული ვაჩუქეთ. ეს იყო რაღაც ფანტასტიკური მოვლენა, თუნდაც მცირე დროით. ამის დანახვა ყველას შეეძლო იქიდან გამომდინარე, თუ როგორ ავსებდა მოსახლეობა ქუჩებს ყველა ქალაქში. ეს იყო სიგიჟე და წარმოუდგენელი სიხარული.

არ მინდოდა დამრჩენოდა იმის განცდა, რომ გუნდმა შანსი ხელიდან კიდევ ერთხელ გაუშვა, მე კი მათ ვერაფრით დავეხმარე. საკლუბო და ინდივიდუალურ დონეზე ყველაფერს მივაღწიე, მაგრამ საერთაშორისო დონეზე საკმარისი მიღწევები არ მქონდა და ვიცოდი, რომ არგენტინის ნაკრებთან ერთად გამარჯვება განსაკუთრებული იქნებოდა იმის გამო, რომ არგენტინელებს ძალიან გვიყვარს ფეხბურთი და ფაქტობრივად ამით ვცხოვრობთ.

ახლა კარიერის ბოლო ეტაპი მაქვს და ფეხბურთის თამაშს სიამოვნებით დავასრულებ იმაზე ფიქრით, რომ აბსოლუტურად ყველაფერი მოვიგე.

შეგახსენებთ, რომ ლეო მესი არგენტინის ნაკრებში 2005 წლიდან თამაშობს და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 175 მატჩში 103 გოლი გაიტანა და 56 საგოლე გადაცემა შეასრულა. ლეგენდარული ფეხბურთელი 2022 წლის კატარის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა, მანამდე კი კოპა ამერიკაც მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლუის ენრიკე პსჟ-ს უახლოვდება - ყველაფერი დროის საკითხია
ლუის ენრიკე პსჟ-ს უახლოვდება - ყველაფერი დროის საკითხია