გიორგი გაგუა
Aa
Aa

გოლი 129-ე წუთზე - გიორგი გაგუას ალავესი ლა ლიგაში დაბრუნდა

„დეპორტივო ალავესი“ ლა ლიგაში დრამატულ მატჩში გამარჯვების შემდეგ დაბრუნდა.

საქართველოს U21-ის ფორვარდი გიორგი გაგუა „ალავესის“ საკუთრებაა, თუმცა ამჟამად იჯარის წესით „რეალ უნიონში“ თამაშობს, მაგრამ მათ გამოსყიდვის უფლება არ აქვთ. ახალი სეზონისთვის კი „ალავესი“ მის დაბრუნებას გეგმავს.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, „ალავესისა“ და „ლევანტეს“ პირველი მატჩი ბასკეთში ფრედ 0:0 დასრულდა. განმეორებითი შეხვედრის 90 წუთიც 0:0 დასრულდა. ყველაფერი დამატებით ტაიმებში გადაწყდა, უფრო ზუსტად კი მსაჯის მიერ დამატებულ მე-9 წუთზე, როდესაც „ბილბაოს“ ყოფილმა ფორვარდმა ვილალიბრემ გაიტანა და გუნდი ლა ლიგაში დააბრუნა.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის ფეხბურთელი საფეხბურთო კლუბ „მერანის“ აკადემიის აღზრდილია და „ალავესის“ რიგებში 2020 წლიდან ირიცხება, თუმცა ძირითად გუნდში თამაშის შესაძლებლობა არ მისცემია. „ალავეს 2“-ის შემადგენლობაში კი გაგუამ 25 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარაცხელია: ანგისასთან საუბარმა ჩემთვის ყველაფერი შეცვალა
კვარაცხელია: ანგისასთან საუბარმა ჩემთვის ყველაფერი შეცვალა