გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

მიქაუტაძე: შოტლანდიაში სასურველი შედეგისთვის ვიბრძოლებთ

კვიპროსთან გამარჯვების (2:1) შემდეგ, პირველი გოლის ავტორმა გიორგი მიქაუტაძემ მატჩი შეაფასა და პრესასთან პირველი კომენტარი გააკეთა.

„ძალიან გახარებული ვარ, ასე უნდა გავაგრძელო, თავდამსხმელი ვარ და გოლები უნდა გავიტანო. ჯამში ოთხი ქულა გვაქვს ორ თამაშში და ეს ძალიან კარგია. დღეს  რთული თამაში იყო, ახლა კი შოტლანდიაში უნდა ჩავიდეთ და ჯგუფის ლიდერს ვეთამაშოთ. იქაც სასურველი შედეგისთვის ვიბრძოლებთ. მადლობა მინდა ვუთხრა გულშემატკივარს, ვინც დღეს ლარნაკაში ჩამოვიდა და ტრიბუნიდან გვამხნევებდა".

შეგახსენებთ, რომ შოტლანდიამ ჯგუფში 3-დან 3 მატჩი მოიგო და 9 ქულით ერთპიროვნული ლიდერია. საქართველო კი 4 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება, თუმცა 1 მატჩით ნაკლები გვაქვს გამართული.

შოტლანდია საქართველოს შეხვედრა 20 ივნისს 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის რეპორტაჟს ტრადიციულად პირველი არხი შემოგვთავაზებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საქართველოსთან მოგება ძალიან მნიშვნელოვანია“ - შოტლანდიელთა მწვრთნელი
„საქართველოსთან მოგება ძალიან მნიშვნელოვანია“ - შოტლანდიელთა მწვრთნელი