ფლორენტინო პერესი, ჯუდ ბელინგემი
Aa
Aa

„ფული არაფერ შუაშია, უდიდეს კლუბში მოვედი“ - რეალმა ბელინგემი წარადგინა

მადრიდის „რეალმა“ 19 წლის ინგლისელი ნახევარმცველი, ჯუდ ბელინგემი დღეს ოფიციალურად წარადგინა და ახალგაზრდა ტალანტმა ჟურნალისტებისთვის სპეციალური პრესკონფერენციაც გამართა, სადაც „რეალში“ გადასვლის მიზეზებზე ისაუბრა.

რას ამბობს ბელინგემი:

ეს დღე ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საამაყოა. ეს არის დღე, როდესაც შევუერთდი ისტორიაში უდიდეს საფეხბურთო კლუბს. ძალიან დიდი მადლობა ყველას ასეთი ყურადღებისთვის.

ძალიან ბევრ ადამიანს უნდა გადავუხადო მადლობა, რომ აქ მომიყვანა - ისინი ახლა დორტმუნდის ბორუსიაში და ბირმინგემში მუშაობენ. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო ფლორენტინო პერესს, ხოსე ანხელ სანჩესს და რაც მთავარია ჩემს ოჯახს მხარდაჭერისთვის. მათ ითამაშეს გადამწყვეტი როლი, რომ ეს გარიგება მაქსიმალურად გამარტივებულიყო.

ფული არც ისე მნიშვნელოვანია, ამაზე საერთოდ არ მიფიქრია. ჩემი შემდეგი გუნდის არჩევისას ფულზე არასდროს ვფიქრობ. ველაპარაკე დორტმუნდს და მომეწონა, რაც მხარეებმა ერთმანეთს შესთავაზეს, ამის შემდეგ კი მინდოდა ყველაფერი სწრაფად დასრულებულიყო. სხვა გუნდების შეთავაზებები ცუდი არ ყოფილა, მაგრამ არა, რა თქმა უნდა, მე მადრიდი ავირჩიე.

უკვე ცნობილია, რომ ჯუდ ბელინგემი „სამეფო კლუბში“ 5-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. როგორც ცნობილია, დორტმუნდის ბორუსიამ ფეხბურთელის სანაცვლოდ 103 მილიონი ევრო მიიღო, რომელსაც ბონუსები დაემატება და ტრანსფერი საერთო ჯამში 130 მილიონი ევრო დაჯდება. ამასთან, ინგლისელი ფეხბურთელი შემდგომი ტრანსფერიდან გერმანული კლუბი თანხის 30%-ს მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მანჩესტერის მაგივრად ბაიერნი? - მიუნხენელები მზად არიან კიმი გამოისყიდონ
მანჩესტერის მაგივრად ბაიერნი? - მიუნხენელები მზად არიან კიმი გამოისყიდონ