საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები, საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატი
Aa
Aa

FIBA WORLD CUP 2023 | საქართველომ მოსამზადებელი ეტაპი დაგეგმა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას იწყებს. ცოტა ხნის წინ, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის Facebook-გვერდზე ინფორმაცია გამოქვეყნდა, რომელშიც მოცემულია, თუ როგორ მოსამზადებელ ეტაპს გაივლიან ქართველი კალათბურთელები და ვის დაუპირისპირდებიან ამხანაგურ შეხვედრებში.

ილიას ზუროსის გუნდი წინასაშეჯიბრო ვარჯიშებს 5 ივლისს, თბილისში დაიწყებს, რომელიც 12 ივლისამდე გაგრძელდება. 18-20 ივლისს მოთამაშეების სამედიცინო შემოწმებაა დაგეგმილი, რომლის შემდეგაც გუნდი იტალიის ქალაქ ტრევიზოში გაემგზავრება და 29 ივლისს ეგვიპტის საკალათბურთო ნაკრებს დაუპირისპირდება. ეგვიპტის შემდეგ, ზუროსის გუნდი ლიეტუვას ქალაქ კაუნასში გადაინაცვლებს და ადგილობრივ ნაკრებს შეხვდება, 5 აგვისტოს კი რიგაში ლატვიის ნაკრებს ესტუმრება.

ამის შემდეგ, ქართველი კალათბურთელები კვლავ საქართველოში დაბრუნდებიან, სადაც თბილისში 8-11 აგვისტოს მოსამზადებელი კემპია დაგეგმილი. 12 აგვისტოს, საქართველოს ნაკრები თბილისის მერიის თასზე იორდანიას შეხვდება, 13 ივნისს კი მონტენეგროსა და ირანის ნაკრებებს შორის გამარჯვებულს, ან დამარცხებულს დაუპირისპირდება. 14 ივნისს კი ირანის ნაკრებთან დახურული ამხანაგური მატჩი გაიმართება.

15-16 აგვისტოს ზუროსი კალათბურთელებს თბილისში ავარჯიშებს, 17 აგვისტოს კი ჩვენი გუნდი გეზს იაპონიის ქალაქ ოკინავასკენ აიღებს, სადაც 19-21 აგვისტოს მოსამზადებელ ვარჯიშებს გამართს, ტურნირისწინა სამზადისს კი 22 აგვისტოს, ავსტრალიის ნაკრებთან ამხანაგური მატჩით დაასრულებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას 26 აგვისტოს, კაბო-ვერდეს ნაკრებთან გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არც დრაგიჩი, არც მურიჩი - სლოვენია საქართველოს დანაკლისით ხვდება
არც დრაგიჩი, არც მურიჩი - სლოვენია საქართველოს დანაკლისით ხვდება