ზინედინ ზიდანი
Aa
Aa

ზიდანი: „მწვრთნელობა უფრო დამღლელია, ვიდრე ფეხბურთელობა“

მადრიდის „რეალის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა და ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა ჟურნალ GQ-სთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ მწვრთნელობა უფრო დამღლელია ვიდრე ფეხბურთელობა.

რა თქვა „ზიზუმ“:

როდესაც სეზონს სამწვრთნელო სკამზე ამთავრებ, უფრო მეტად იღლები, ვიდრე ფეხბურთელი. ამ ორ პროფესიას ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვთ.

მახსოვს, როგორც ფეხბურთელი, საკუთარ და გუნდის თამაშზე ვიყავი ორიენტირებული, მწვრთნელობისას კი ვფიქრობდი, რომ ჩემი კომპეტენციით გუნდისთვის მაქსიმალური დახმარება გამეწია. მწვრთნელი გამუდმებით 23 ბიჭზე ფიქრობს და ამას არასდროს წყვეტს.

შეგახსენებთ, რომ ზინედინ ზიდანი მადრიდის „რეალს“ პირველად 2016-2018 წლებში წვრთნიდა და გუნდთან ერთად ზედიზედ სამჯერ შეძლო ჩემპიონთა ლიგის მოგება. ფრანგი სპეციალისტი „სამეფო კლუბში“ მეორე ვადით 2019 წელს დაინიშნა და თანამდებობა 2021 წელს დატოვა. 50 წლის მწვრთნელი ამ დრომდე უმუშევარია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კარლო ანჩელოტიმ ევერტონს სასამართლოში უჩივლა
კარლო ანჩელოტიმ ევერტონს სასამართლოში უჩივლა