გიორგი მამარდაშვილი, ანდრე ონანა
Aa
Aa

ახალი მსურველი გამოუჩნდა | მამარდაშვილი იტალიური გრანდის რადარზე

„ვალენსიას“ ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის მსურველთა სიას ევროპული ფეხბურთის კიდევ ერთი გრანდი შეემატა. გავლენიანი იტალიური გამოცემების მიხედვით, „ღამურების“ ახალგაზრდა გოლკიპერი „ინტერის“ რადარზე მოექცა და „ნერაძური“ მას ანდრე ონანას შემცვლელად განიხილავს.

Tuttosport-ის ინფორმაციით, ონანა „შავ-ლურჯების“ დატოვებასთან ახლოსაა და მისი მსურველი „ჩელსია“. „ინტერი“ მის სანაცვლოდ მინიმუმ 50 მილიონ ევროს ითხოვს და „ლურჯებისგან“ შეთავაზების მიღების მოლოდინშია. პარალელურად, „ნერაძური“ მეკარეებზე ფიქრობს, რომლებიც ონანას ჩაანაცვლებენ და ერთ-ერთი მამარდაშვილია.

Corriere dello Sport-ის ცნობით, „ინტერის“ ნომერ პირველი სამიზნე „ემპოლის“ გოლკიპერი, გულიელმო ვიკარიოა, თუმცა „მამარდაც“ სერიოზული კანდიდატურაა და „ნერაძურიმ“ მის შესახებ ინფორმაცია უკვე გამოითხოვა. ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება და ბევრი რამ „ჩელსიზე“ იქნება დამოკიდებული.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა მეკარემ 2022-23 წლების ლა ლიგის სეზონში „ვალენსიაში“ ყველა მატჩი სასტარტოში შეუცვლელად ჩაატარა, არაერთი რთული ბურთი მოიგერია, ლა ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ იქცა და გუნდის ელიტაში დარჩენაში უდიდესი წვლილი შეიტანა. მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევროა, თუმცა ესპანური გამოცემების მიხედვით, „ვალენსია“ მამარდაშვილის სანაცვლოდ 35-40 მილიონს მოითხოვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ემეტი თოფურიაზე: „ჩემთვის ხელსაყრელი მეტოქეა“
ემეტი თოფურიაზე: „ჩემთვის ხელსაყრელი მეტოქეა“