შოთა არველაძე
Aa
Aa

ანდრეა პირლოს შემცვლელად | შოთა არველაძე თურქეთში ბრუნდება

ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა, შოთა არველაძემ შესაძლოა, სამწვრთნელო კარიერა უახლოეს პერიოდში გააგრძელოს. გავლენიანი თურქული გამოცემის, Fanatik-ის ინფორმაციით, არის შანსი, შოთი თურქეთში დაბრუნდეს და „კარაგიუმრუკი“ ჩაიბაროს.

„შავ-წითლები“ ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებენ, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაშვებულ ანდრეა პირლოს ჩაანაცვლებს. Fanatik-ის ცნობით, „კარაგიუმრუკის“ ხელმძღვანელთა სიის სათავეში სწორედ არველაძე იმყოფება და მხარეებს შორის პირველი კონტაქტიც იყო.

როგორც Fanatik-ი წერს, კლუბისა და არველაძის წარმომადგენლებს პოზიტიური კავშირი ჰქონდათ, თუმცა ქართველ სპეციალისტს ოფიციალური წინადადება ჯერ არ მიუღია. თურქული გამოცემის მიხედვით, ეს უახლოეს დღეებში შეიცვლება და მოლაპარაკებების პირველი ეტაპი გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის სუპერ ლიგის მიმდინარე სეზონის დასკვნით ნაწილში, „კარაგიუმრუკის“ რიგებში საბა ლობჟანიძე თამაშობდა, რომელიც კლუბში „ჰატაისპორიდან“ იყო განათხოვრებული. „კარაგიუმრუკმა“ სეზონი მე-7 ადგილზე დაასრულა, 51 ქულა დააგროვა და მომდევნო სეზონს დიდი ამბიციებით ხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსოფლიო ჩემპიონატი: საქართველო ხორვატიასთან დამარცხდა
მსოფლიო ჩემპიონატი: საქართველო ხორვატიასთან დამარცხდა