ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„კვარას ეფექტი“ – Calcionapoli24-ის დოკუმენტური ფილმი ხვიჩაზე

ნეაპოლური გამოცემა, Calcionapoli24-ი „ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს უახლოეს დღეებში გამოუშვებს. რამდენიმე საათის წინ, Calcionapoli24-მა დოკუმენტური ფილმის ტრეილერი გაავრცელა და საკუთარ მკითხველს მოკლე ანონსიც შესთავაზა.

„70-წუთიან ფილმში, წარმოგიდგენთ ადგილებს, სახეებსა და ფეხბურთელის ემოციებს, რომელმაც აძურის ქომაგების გულები და თვალები მოაჯადოვა. ჩვენი წარმომადგენლები, კლაუდიო რუსო და ემანუელე ბერნარდო საქართველოს ესტუმრნენ და შეხვდნენ ადამიანებს, რომლებსაც ხვიჩასთან შეხება ჰქონდათ.

ჩვენ დინამო თბილისის პრეზიდენტი, რომან ფიფია, დინამო ბათუმის პრეზიდენტი, არჩილ ბერიძე, საქართველოში იტალიის ელჩი, ენრიკო ვალვო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვიქტორ სანიკიძე, ნაპოლის მცველი, ლეო ოსტიგორი და ბევრი სხვა ადამიანი ჩავწერეთ“, - წერს Calcionapoli24.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს გასულ სეზონში კვარაცხელიამ მონაწილეობა 34 შეხვედრაში მიიღო და მის ანგარიშზე 12 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა. ჩემპიონთა ლიგაზე, მან 9 მატჩში ითამაშა და 2 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფუტსალის ელიტ რაუნდი - მსოფლიო ჩემპიონებს დავუპირისპირდებით
ფუტსალის ელიტ რაუნდი - მსოფლიო ჩემპიონებს დავუპირისპირდებით