ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კვარას სალერნიტანას ფეხბურთელი ამჯობინა | იტალიელი ჟურნალისტის სიმბოლური ნაკრები

ფაბიო კარესა Sky Sport Italia-ს ჟურნალისტია, რომელსაც საკუთარი იუთუბ არხიც აქვს. სერია A-ს 2022/23 წლების სეზონის დასრულების შემდეგ, მან ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრები შეადგინა და საუკეთესო თერთმეტეულში „ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას ნაცვლად, „სალერნიტანას“ გარემარბი, ბულაიე დია დააყენა.

„ხვიჩა კვარაცხელია არ შევიყვანე, რადგან ნაპოლის შემტევების გამორჩევა მარტივი და აშკარა არჩევანი იყო. თან მინდოდა, დია შემეყვანა, რომელიც ქართველი ფეხბურთელის პოზიციაზე თამაშობს. დიას კარიერაში მნიშვნელოვანი რაღაცები გაუკეთებია და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში თამაშის გამოცდილება აქვს. სალერნიტანამ ბრწყინვალე გარიგება დადო და გაიფორმა ფეხბურთელი, რომელმაც განსხვავება შექმნა. არ ვამბობ, რომ სალერნიტანას დარჩენა მხოლოდ დიას დამსახურება გახლდათ, მაგრამ იგი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო“, - ახსნა იტალიელმა ჟურნალისტმა.

ცნობისთვის, დიამ „სალერნიტანას“ მაისურით მონაწილეობა სერია A-ს 33 შეხვედრაში მიიღო. მის ანგარიშზე 16 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა. „გრანატას“ მხრიდან მასზე მეტი გოლი არავის გაუტანია, დიასთან ყველაზე ახლოს კი ანტონიო კანდრევა იმყოფება, რომელმაც მეტოქეთა კარი 7-ჯერ აიღო.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს გასულ სეზონში კვარაცხელიამ მონაწილეობა 34 შეხვედრაში მიიღო და მის ანგარიშზე 12 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა. ჩემპიონთა ლიგაზე, მან 9 მატჩში ითამაშა და 2 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სწორედ ამიტომ ეძახიან „კვარადონას“ ნაპოლის ფანები“ - CBS Sports კვარაზე
„სწორედ ამიტომ ეძახიან „კვარადონას“ ნაპოლის ფანები“ - CBS Sports კვარაზე