ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„სეზონი ბრწყინვალე სპექტაკლით დახურა“ - ხვიჩას იტალიური მედია აფასებს

იტალიის სერია A-ს დასკვნით ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „სამპდორიას“ შეხვდა და დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. ქართველმა ფეხბურთელმა მოედანი შედეგიანი მოქმედების გარეშე დატოვა, თუმცა შეხვედრის დაწყებამდე სეზონის MVP-სთვის განკუთვნილი ჯილდო ჩაიბარა და შემდეგ, საზეიმო ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა.

მატჩის დასრულების შემდეგ იტალიურმა მედიამ „სამპდორიასთან“ ქართველი ფეხბურთელის თამაში შეაფასა:

Eurosport – 7 ქულა: გოლი არ გაუტანია, მაგრამ მთელი თამაშის განმავლობაში საჯარიმოს გარშემო დარბოდა და მცველებს მოსვენება არ მისცა. მთელი თავისი ნიჭით სასიამოვნოდ დასეირნობდა.

Tuttomercatoweb – 6.5 ქულა: პირველ ნახევარში ყველაზე ცბიერი იყო და კარისკენ არაერთხელ დაარტყა, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია. გამუდმებით, გაორმაგებული დაცვის წინააღმდეგ უწევდა თამაში და მაინც გამორჩეული იყო. ალბათ, სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც მიიღო სეზონის MVP-ის წოდება. ის ერთია, მაგრამ ორზე მოქმედებს, თანაც ისე, რომ მეტოქეს ორ კაცს უთიშავს.

Calciomercato – 6.5 ქულა: ჩვეული მოქმედებებით „სამპდორიას“ დაცვაში თავიდანვე ქმნიდა დიდ აურზაურს. კარგი მატჩი ჰქონდა და მხოლოდ გოლი დააკლდა.

Tuttonapoli – 7 ქულა: სეზონის ბოლო კიდევ ერთხელ გაანათა მარადონაზე და სეზონი ბრწყინვალე სპექტაკლით დახურა. დღეს მიზანს ვერ პოულობდა და ზოგჯერ, ზედმეტ სოლორეიდსაც ახორციელებდა ამისთვის, მაგრამ თანაგუნდელებს შესანიშნავი პასებით ამარაგებდა, იმის მიუხედავად, რომ თითქმის ყოველთვის გაორმაგებული დაცვის წინააღმდეგ თამაშობდა. მოედანზე მისი უბრალოდ ყოფნაც კი სასარგებლოა თანაგუნდელებისთვის თავისუფალი სივრცეების გასათავისუფლებლად.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ 2022/23 წლების სეზონში „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე 42 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 14 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა. მისი ლიდერობით, „ნაპოლი“ 33-წლიანი პაუზის შემდეგ იტალიის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა და ამასთან, ჩემპიონთა ლიგაზე ისტორიაში პირველად შეძლო 1/4 ფინალში გასვლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს სეზონი ჩემი ცხოვრების წარმოუდგენელი ეტაპი იყო“ - ხვიჩას კომენტარი
„ეს სეზონი ჩემი ცხოვრების წარმოუდგენელი ეტაპი იყო“ - ხვიჩას კომენტარი