მადრიდის რეალი, ედენ აზარი
Aa
Aa

რეალმა თითქმის 7 მილიონი დაზოგა - აზარმა ხელფასის ნაწილზე უარი თქვა

ფაბრიციო რომანოს ცნობით, მადრიდის „რეალი“ ედენ აზართან კონტრაქტის გაწყვეტისთვის თითქმის 7 მილიონ ევროს დაზოგავს. ბელგიელმა ფეხბურთელმა, რომელმაც „სამეფო კლუბში“ სამი წარუმატებელი სეზონი გაატარა, ხელფასის ნაწილზე უარი თქვა.

Theguardian-ის ინფორმაციით, 2019 წლის ზაფხულში „რეალმა“ აზარი „ჩელსიდან“ 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაიბირა, ბონუსების ჩათვლით ეს თანხა 146,1 მილიონ ევრომდე აღწევდა. აზარი კვირაში 400 000 ფუნტ სტერლინგს გამოიმუშავებდა.

„ბერნაბეუზე“ გატარებულ სამწლიან კარიერაში აზარმა 76 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი შეაგდო და 12 საგოლე პასი შეასრულა. მისი მადრიდული კარიერა ცალსახად წარუმატებელი იყო, „რეალს“ მისი ერთი თამაში 1,5 მილიონი ევრო დაუჯდა, თუმცა გუნდური თვალსაზრისით ბელგიელმა არაერთი ტიტული მოიგო. აზარი „რეალთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის (2021-22), ლა ლიგის (2019-20, 2021-22),  ესპანეთის თასის (2022-23), ესპანეთის სუპერთასისა (2021-22) და UEFA-ს სუპერთასის (2022) გამარჯვებულია.

აზარის „რეალში“ ყოფნისას 12 ელ-კლასიკო გაიმართა, აზარს „ბარსელონასთან“ ერთი წუთიც არ უთამაშია.

შეგახსენებთ, „რეალმა“ აზართან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა. ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა. ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი პირველ ივლისს გახდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მბაპე: პსჟ-ში მხოლოდ ფეხბურთისთვის ვარ, დანარჩენი ჩემი საქმე არაა
მბაპე: პსჟ-ში მხოლოდ ფეხბურთისთვის ვარ, დანარჩენი ჩემი საქმე არაა