კარლო ანჩელოტი, კარიმ ბენზემა
Aa
Aa

ანჩელოტი: ეჭვიც არ გვეპარება, რომ ბენზემა დარჩება

კარლო ანჩელოტი დარწმუნებულია, რომ კარიმ ბენზემა „რეალში“ დარჩება.

როგორც ინფორმაცია გავრცელდა, საუდის არაბეთის „ალ-იტიჰადი“ ბენზემას შეძენით არის დაინტერესებული. ამის მიუხედავად, ქარიმი მადრიდში კიდევ 1 წლით დარჩენას გეგმავს.

- ბენზემამ თქვა: „რეალობა ინტერნეტი არ არის". ეთანხმებით?

„ის მართალია. მე არ ვარ ტექნიკის კარგი მცოდნე, მაგრამ რეალობა სხვაა“.

- „რეალის ლეგენდებმა კარიერა რეალში უნდა დაასრულონ", - თებერვალში თქვით. გამოდის, რომ ბენზემამ კარიერა მადრიდის რეალში უნდა დაასრულოს?

„დიახ, სწორედ ამას ვამბობ. და ვფიქრობ, რომ გულშემატკივრებსა და კლუბს ერთნაირი აზრი აქვთ. მაგრამ მოთამაშეებს შეიძლება სხვა ზრახვები ჰქონდეთ, მაგალითად, უფრო გრძელი კარიერა, მეტი თამაში... მაგრამ მე სხვას ვამტკიცებ: ასე ვფიქრობ მე, გულშემატკივრებიც და კლუბიც“.

- დარჩება ბენზემა?

„ის მზადაა ხვალ ითამაშოს და კიდევ ერთწლიანი კონტრაქტი აქვს. ეჭვი არ გვეპარება, რომ დარჩება“.

- განაცხადა ანჩელოტიმ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მეცის პრეზიდენტი: მიქაუტაძის შენარჩუნება ძალიან რთული იქნება
მეცის პრეზიდენტი: მიქაუტაძის შენარჩუნება ძალიან რთული იქნება