ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

სკანდალი ბორდო-როდეზის მატჩში | ფეხბურთელი საავადმყოფოში გადაიყვანეს

საფრანგეთის ლიგა 2-ის ბოლო ტურში, ზურიკო დავითაშვილის „ბორდოს“ მეტოქე უმაღლეს დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად მებრძოლი „როდეზია“. შეხვედრაში ანგარიში „როდეზმა“ გახსნა და სტუმრები ლუკა ბუადესის გოლით დაწინაურდნენ.

„ბორდოს“ კარის აღების შემდეგ, ინციდენტი მოხდა, რომლის გამოც, მატჩი შეწყდა. იმ მომენტში, როცა „როდეზის“ ფეხბურთელები ჟირონდელთა კარის აღებას აღნიშნავდნენ, „ბორდოს“ გულშემატკივარი სტადიონზე შეიჭრა და ბუადესს ხელი ჰკრა.

ფრანგმა ფეხბურთელმა მინდორზე რამდენიმე წუთი გაატარა და მთავარ არბიტრს შეხვედრის შეჩერება მოუწია. „როდეზის“ ინფორმაციით, ბუადესს ტვინის შერყევა აქვს და საავადმყოფოშია გადაყვანილი. კლუბი ექიმების დასკვნას ელოდება.

შეგახსენებთ, რომ „ბორდოს“ დიდი ანგარიშით გამარჯვება და „ლე ჰავრის“ მარცხი სჭირდება, რის შანსიც ძალიან მცირეა. „ლე ჰავრი“ 1:0-ს იგებს, მიქაუტაძის „მეცი“ კი იგივე ანგარიშით „ბასტიას“ ამარცხებს

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყველა მატჩში კაშკაშებდა“ - სიომინი კვარას აღიარებას გამოეხმაურა
„ყველა მატჩში კაშკაშებდა“ - სიომინი კვარას აღიარებას გამოეხმაურა