გადამწყვეტი შეხვედრებისთვის სამპაოლიმ განაცხადი დაასახელა
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლო 2 და ძალიან მნიშვნელოვანი მატჩისთვის, ხორხე სამპაოლიმ მზადება უკვე დაიწყო და არგენტინის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა.
აღსანიშნავია, რომ სამპაოლი კვლავ არ ენდო გონსალო იგუაინს, რომელიც ნაკრებს მიღმა ზედიზედ მეორედ დარჩა.
არგენტინელთა შემადგენლობა ასე გამოიყურება:
მეკარეები: სერხიო რომერო (“მანჩესტერი”, ინგლისი), ნაუელ გუზმანი (“ტიგრესი”, მექსიკა), აგუსტინ მარკესინი (“ამერიკა”, მექსიკა)
მცველები: ფედერიკო ფაციო (“რომა”, იტალია), ემანუელ მამანა (“ზენიტი”, რუსეთი), ხერმან პეცელა (“ფიორენტინა”, იტალია), ხავიერ მასკერანო (“ბარსელონა”, ესპანეთი), ნიკოლას ოტამენდი (“სიტი”, ინგლისი), გაბრიელ მერკადო (“სევილია”, ესპანეთი)
ნახევარმცველები: ხავიერ აკუნია (“სპორტინგი”, პორტუგალია), ანხელ დი მარია (პსჟ, საფრანგეთი), ლუკას ბილია (“მილანი”, იტალია), ლეონარდო პარედესი (“ზენიტი”, რუსეთი), ევერ ბანეგა (“სევილია”, ესპანეთი), ალეხანდრო გომესი (“ატალანტა”, იტალია), ედუარდო სალვიო (“ბენფიკა”, პორტუგალია), ემილიანო რიგონი (“ზენიტი”, რუსეთი)
თავდამსხმელები: ლიონელ მესი (“ბარსელონა”, ესპანეთი), სერხიო აგუერო (“სიტი”, ინგლისი), მაურო იკარდი (“ინტერი”, იტალია), პაულო დიბალა (“იუვენტუსი”, იტალია)
არგენტინის ნაკრები 6 ოქტომბერს, პერუს ნაკრებს უმასპინძლებს, ბოლო ტურში კი ეკვადორს ესტუმრება.
ამჟამად, სამპაოლის გუნდი 24 ქულით მეხუთე ადგილზეა. უნდა აღინიშნოს, რომ ამდენივე ქულა აქვს პერუსაც.