ბარნლის პირველი წინადადება | მიქაუტაძეს პრემიერ ლიგაში გადასვლა უნდა
„მეცის“ ქართველი ფეხბურთელის, გიორგი მიქაუტაძის საკუთარ რიგებში ხილვა რამდენიმე ევროპულ კლუბს სურს. ახალგაზრდა შემტევი „მილანს“, „ტრაბზონსპორსა“ და „ბარნლის“ დაუკავშირეს და როგორც გაირკვა, „კლარეტებმა“ პირველი ნაბიჯიც გადადგეს.
სატრანსფერო ექსპერტის, ეკრემ კონურის ინფორმაციით, „ბარნლიმ“ „მეცს“ გახსნითი წინადადებით უკვე მიმართა. კონურის მიხედვით, მიქაუტაძეს პრემიერ ლიგაში გადასვლის პერსპექტივა ხიბლავს და „კლარეტების“ ვარიანტი ძალიან მოსწონს.
???? Burnley have made an opening offer to Metz for 22-year-old striker Georges Mikautadze.
— Ekrem KONUR (@Ekremkonur) May 29, 2023
????Trabzonspor and AC Milan have been linked with the Georgian player but Mikautadze he is keen to continue his career in the Premier league.????????????#Burnley????#TS????#SempreMilan pic.twitter.com/MTU4ljAbxc
შეგახსენებთ, რომ „ბარნლის“ თავკაცი ვენსან კომპანია და იგი მიქაუტაძის გადაბირებით სერიოზულადაა დაინტერესებული. ფრანგი ჟურნალისტის, იგნაციო გენორდის ცნობით, კომპანი განსაკუთრებულად აფასებს იმას, რაც მიქაუტაძეს შეუძლია, მის გუნდს შესძინოს.
გენორდის მიხედვით, „ბარნლისთვის“ სატრანსფერო თანხა გადაულახავი დაბრკოლება არ იქნება. „კლარეტებმა“ პრემიერ ლიგაში გადასვლით დიდი მოგება მიიღეს და „მეცის“ მოთხოვნის დაკმაყოფილება არ გაუჭირდებათ, თუმცა იტალიიდან, „მილანის“ სახით, სერიოზული კონკურენტი ჰყავთ. „როსონერიმ“ მიქაუტაძის გუნდს წინადადებით მიმართა და დაახლოებით 10 მილიონი ევროს გადახდაზე თანხმობა განაცხადა. კლუბის ტექნიკური დირექტორი, პაოლო მალდინი ქართველ თავდამსხმელს რამდენჯერმე გაესაუბრა და „მეცის“ ლიგა 1-ში აღზევების შემთხვევაში, იტალიელები მზად არიან, ტრანსფერის შემდეგ, გიორგი საფრანგეთში იჯარის წესით დატოვონ.