ოფიციალურად - ჩელსიმ პოჩეტინოს დანიშვნა დაადასტურა
ლონდონის „ჩელსიმ“ მაურისიო პოჩეტინოს დანიშვნა ოფიციალურად დაადასტურა. „ლურჯებმა“ განცხადება გაავრცელეს და გვაუწყეს, რომ არგენტინელი სპეციალისტი მუშაობას 2023 წლის 1-ელი ივლისიდან დაიწყებს, მისი კონტრაქტი კი 2-წლიანი იქნება და კლუბს მისი 1 წლით გახანგრძლივება შეეძლება.
Chelsea Football Club is pleased to announce Mauricio Pochettino as the club’s new head coach!
— Chelsea FC (@ChelseaFC) May 29, 2023
„მაურისიოს გამოცდილება, მაღალი დონის სტანდარტები, ლიდერის თვისებები და ხასიათი ჩელსის ძალიან დაეხმარება. ის გამარჯვებული სპეციალისტია, რომელსაც უმაღლეს დონეზე უმუშავია. მისმა ხასიათმა, ტაქტიკურმა ხედვებმა და პროგრესში ჩართულობამ იგი განსაკუთრებულ კანდიდატად აქცია“, - განაცხადეს „ჩელსის“ თანა-სპორტულმა დირექტორებმა, ლორენს სტიუარტმა და პოლ უინსტენლიმ.
„სპორტულმა გუნდმა გულმოდგინე და დაკვირვებული პროცესი ჩაატარა, რომლითაც მმართველი საბჭო ამაყობს. მოხარული ვართ იმით, რომ პოჩეტინო ჩელსის შეუერთდა. ის მსოფლიო დონის სპეციალისტია, რომელსაც ბრწყინვალე შედეგები ჰქონია“, - დასძინა „ლურჯების“ მფლობელმა, ტოდ ბოელიმ.
ცნობისთვის, მაურისიოს სამწვრთნელო შტაბში ხესუს პერესი, მიგელ დაგოსტინო, ტონი ხიმენესი და სებასტიანო პოჩეტინო იქნებიან.