ბელინგემი ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
ბუნდესლიგის სეზონი დასრულდა. ჩემპიონი მიუნხენის „ბაიერნი“ გახდა, რომელმაც „დორტმუნდის“ ბოლო ტურში ჩავარდნით ისარგებლა.
შეგახსენებთ, რომ „ბორუსიას“ „მაინცისთვის“, რომ მოეგო 11-წლიანი პაუზის შემდეგ, ჩემპიონი ხდებოდა. აღნიშნულ დაპირისპირებაში მონაწილეობა ჯუდ ბელინგემმა ვერ მიიღო, რომელსაც ტრავმა ჰქონდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, სტადიონზე მაინც იმყოფებოდა. მატჩს დასრულების შემდეგ, ახალგაზრდა ინგლისელი ცხარე ცრემლით ტიროდა.
დღეს, ცნობილი გახდა, რომ ბელინგემი ბუნდესლიგის 2022/2023 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
Jude Bellingham has been named Bundesliga Player of the Season at just 19 years old.
— ESPN FC (@ESPNFC) May 29, 2023
Built different ???? pic.twitter.com/tSH8a9IDEn
ჯუდმა ბუნდესლიგის გასულ სეზონში 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 8 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, 19 წლის ფეხბურთელი მომავალი სეზონიდან მადრიდის „რეალის“ მაისურს მოირგებს. „სამეფო კლუბი“ მის სანაცვლოდ „დორტმუნდს“ 120 მილიონ ევროს გადაუხდის.