დონეცკის შახტარი, გიორგი გოჩოლეიშვილი
Aa
Aa

ჩხუბი, 4 წითელი და ჩემპიონობა - გოჩოლეიშვილის პირველი ტიტული შახტარში

უკრაინის პრემიერ ლიგის 29-ე ტურში, გიორგი გოჩოლეიშვილის დონეცკის „შახტარი“ ტურნირის მეორეადგილოსან „დნიპრო 1“-ს დაუპირისპირდა და 3:0 გაიმარჯვა, რის შედეგადაც უკრაინის ჩემპიონობა გათამაშების დასრულებამდე 1 ტურით ადრე იზეიმა.

ქართველ მცველს დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. რაც შეეხება თამაშის მიმდინარეობას, მე-9 წუთზე „შახტარი“ ბონდარენკოს გოლით დაწინაურდა. მეორე ნახევარში, 55-ე წუთზე დანილო სიკანმა სხვაობა ორბურთამდე გაზარდა, 59-ე წუთზე კი სტეფანენკომ „დნიპრო 1“-ის კარში მესამე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

შეხვედრის პიკი მატჩის ბოლოს იყო, როდესაც ფეხბურთელებმა ერთმანეთის წინააღმდეგ იჩხუბეს, რის გამოც მსაჯს 4 წითელი ბარათის ამოღება მოუწია.

შეგახსენებთ, რომ დონეცკის „შახტარი“ უკრაინის ჩემპიონი ისტორიაში მეთოთხმეტედ გახდა. რაც შეეხება გიორგი გოჩოლეიშვილს, ქართველი ფეხბურთელი უკრაინულ კლუბს მიმდინარე წლის ზამთარში შეუერთდა და „შახტარის“ მაისურით 12 შეხვედრაში მოასწრო მონაწილეობის მიღება, თავი კი ერთი გოლით გამოიჩინა.

დონეცკური კლუბი უკრაინის ჩემპიონატის დასკვნითი ტურის შეხვედრას 4 ივნისს, „ვორსკლა პოლტავას“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხვიჩა ძალიან ძლიერია და მალე უფრო ძლიერი გახდება“ - სპალეტი მატჩის შემდეგ
„ხვიჩა ძალიან ძლიერია და მალე უფრო ძლიერი გახდება“ - სპალეტი მატჩის შემდეგ