რომას ფეხბურთელი: „კვარა ჩემი შთაგონების წყაროა“
Aa Aa
25 მაისი 2023  |  12:09

რომას ფეხბურთელი: „კვარა ჩემი შთაგონების წყაროა“

„რომას“ ქალთა გუნდისა და იტალიის ნაკრების ფეხბურთელმა, ბენედეტა გლიონამ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. გლიონას სთხოვეს, დაესახელებინა მოთამაშე, რომელიც მისი შთაგონების წყაროა და 23 წლის ფორვარდმა „კვარა“ გამოარჩია.

„მყავს თუ არა ფეხბურთელი, რომელიც ჩემი შთაგონების წყაროა? ბავშვობაში ჩემი საფეხბურთო კერპი ედინსონ კავანი იყო. ის ძალიან მომწონდა და პალერმოში და ნაპოლიში მის თამაშს თვალს აქტიურად ვადევნებდი. ახლა უფრო მეტი რჩეული მყავს, მაგრამ ერთის დასახელება რომ მთხოვოთ, ხვიჩა კვარაცხელიას გამოვარჩევ. მისი ტექნიკა, სისწრაფე და დრიბლინგი ძალიან მომწონს“.

ცნობისთვის, „რომას“ ქალთა გუნდი სერია A-ს მიმდინარე სეზონის გამარჯვებული გახდა და ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა. „ჯალოროსის“ ფეხბურთელებმა 3 ქულა მხოლოდ 3 შეხვედრაში ვერ აიღეს და გათამაშების დასრულებამდე 1 ტურით ადრე, „იუვენტუსს“ 16 ქულით უსწრებენ.

გეტყვით იმასაც, რომ კვარაცხელიასთან ერთად „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონი მესამედ, 33-წლიანი პაუზის შემდეგ გახდა, ამაში კი ერთ-ერთი ყველაზე დიდი წვლილი ქართველმა ფეხბურთელმა შეიტანა. ხვიჩამ, „ნაპოლის“ მაისურით სერია A-ში 32 შეხვედრა ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა. ამასთან, ქართველმა შემტევმა სამი თერთმეტმეტრიანიც მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
ვოლკანოვსკი ილიაზე: „დაამარცხოს ემეტი და ტიტულთან ახლოს იქნება“
ვოლკანოვსკი ილიაზე: „დაამარცხოს ემეტი და ტიტულთან ახლოს იქნება“